spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: "საარჩევნო კამპანიები კონკრეტულ საელჩოებში იგეგმება"

კახა კალაძე: “საარჩევნო კამპანიები კონკრეტულ საელჩოებში იგეგმება”

მართალია, პროცესები გარედან იმართება, არის პირდაპირი განცხადებები, მაგრამ ქართველი ხალხი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

კითხვაზე, იმართება თუ არა საქართველოში პროცესები გარედან, კახა კალაძის თქმით, საარჩევნო კამპანიები და რომელი პარტია ვისთან უნდა გაერთიანდეს, ეს კონკრეტულ საელჩოებში იგეგმება.

არის პირდაპირ ფაქტები, განცხადებები, ქმედებები. კონკრეტულ საელჩოებში იგეგმება საარჩევნო კამპანიები, რომელი პარტია ვისთან უნდა გაერთიანდეს, როგორ უნდა დაიშალონ და ა.შ. ყველაფერი ცხადია. რაც არ უნდა მოხდეს, ამის მიუხედავად, ქართველი ხალხი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩვენ დავამთავრებთ ამ ქვეყანაში აგენტურას და იმ მოღალატეების ბოგინს, რომლებიც ქვეყანას და მის ევროპულ მომავალს აზიანებენ. ქვეყანაში გვექნება მშვიდობა, მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და იმ კონკრეტულ შედეგებს, რომელიც ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე მივიღეთ, საქართველოს ხელისუფლება დაამთავრებს ევროკავშირში გაწევრიანებით“, – განაცხადა თბილისის მერმა.

რაც შეეხება დასავლეთის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს, კახა კალაძის თქმით, ეს ხდება იმის გამო, რომ მოწოდებების მიუხედავად, საქართველო ომში არ ჩაერთო.

ყველაფერი ხდება ორი მიზეზის გამო – საქართველოს ხელისუფლება ატარებს და იცავს ამ ქვეყნის ინტერესებს. სხვა დანარჩენი კი არის აბსურდი. ის, რომ ჩვენ არ დავიწყეთ ომი და დღეს, რომ სისხლში გათხვრილები არ ვართ, ომსა და უბედურებაში არ ვართ და ქვეყანა თავზე არ გვენგრევა, ამის გამო ხდება ეს ყველაფერი.

სხვა ქვეყნის ლიდერებს წითელ ხალიჩაზე ხვდებიან, ხელს ართმევენ. მე მტერს არ ვუსურვებ ისეთ შეხვედრებს, ისეთ წითელ ხალიჩებზე სიარულს და ისეთ ხელის ჩამორთმევას. მტერს არ ვუსურვებ იმას, რაც უკრაინელი ხალხის თავს ხდება. ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა და ქვეყანას აარიდა ის უბედურება, რაც დღეს უკრაინაში ხდება.

დღეს, ჩვენი ახალგაზრდები ევროპაში სასწავლებლად მიდიან და ამის ნაცვლად მოუწევდათ ომში წასვლა, რადგან პირდაპირ მოწოდებები იყო, რომ საქართველო ომში ჩართულიყო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“შინაგანად ირაკლი ღარიბაშვილი თავისი პატიმრობით სჯის ბიძინა ივანიშვილს…” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას ირონია ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით: "შინაგანად ირაკლი...

“ნებისმიერი მათი ინიციატივა იმთავითვე განწირულია წარუმატებლობისთვის” – ირაკლი კობახიძე “ოპოზიციის ალიანსზე”

"ოპოზიციის ალიანსი" 26 მაისის მასშტაბული საპროტესტო აქციისთვის ემზადება. აღნიშნულთან...

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მე პირადად და ჩემი თანაგუნდელები, ვგმობთ ძალადობას, ვემიჯნებით და კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის” – კახა...

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“გამძლეობის ტესტი ჩაბარებულია, ახლა სიმრავლეშია ჩვენი გამარჯვება!” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეს ბიძინა ივანიშვილი” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“დავუბარე, რომ ეს მსუბუქად რომ ვთქვა – სირცხვილია და ალბათ მათთვის უფრო მძიმედ –...

თბილისში დაფიქსირებულ ერთ კონკრეტულ ფაქტს უკმაყოფილო შეფასებებით ეხმაურება ქართველი...