კვირა, ივნისი 15, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი გახარიას და ნიკოლ ფაშინიანის მთავარი გაზავნილები: ორი...

გიორგი გახარიას და ნიკოლ ფაშინიანის მთავარი გაზავნილები: ორი ქვეყნის პრემიერების შეხვედრა საქართველოში

ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის პირისპირ შეხვედრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

პრემიერების შეხვედრისას ხაზი გაესვა ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებს. დიალოგისას მხარეებმა დაადასტურეს პოლიტიკური თუ ეკონომიკური და სხვა მიმართულებით მჭიდრო კავშირის გაგრძელებაზე.

ჩვენ ყოველთვის ვთანხმდებოდით, რომ მაღალი დონის შეხვედრები არის ის საფუძველი, რომელიც მთავრობებს სამინისტროების დონეზე ეფექტური მუშაობის საშუალებას აძლევს.

ჩემი ვიზიტი ერევანში ძალიან ნაყოფიერი და შთამბეჭდავი იყო და მის შედეგებზე დღეს ჩვენ სამუშაო რეჟიმში ვისაუბრებთ. დარწმუნებული ვარ, თქვენი დღევანდელი სტუმრობაც მოიტანს მეტ შედეგებს ჩვენს ხალხს შორის მეგობრული და ეფექტური თანამშრომლობისთვის.

ჩვენ რთულ რეგიონში ვცხოვრობთ და ჩვენს მთავრობებსაც კარგად აქვთ გააზრებული, რომ მშვიდობა და სტაბილურობა არის საფუძველი ჩვენი ქვეყნების განვითარებისთვის. ჩვენ პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ მშვიდობაზე და შემდგომ ჩვენი ქვეყნების ეკონომიკურ, კულტურულ განვითარებაზე, განათლებაზე და ყველა იმ სფეროზე, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ.

საქართველოს, ქართველი ხალხის ურყევი გადაწყვეტილებით, მისი მშვიდობის, სტაბილურობის და უსაფრთხოების გარანტი არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ჩვენ ამ მიმართულებით ვვითარდებით. დარწმუნებული ვარ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობა ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანია ჩვენს სახელმწიფოებს და ხალხებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება ყველა იმ სფეროში, რომელიც აღელვებს ჩვენს მოსახლეობას.

დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ გეგმის განსახორციელებლად დღეს კიდევ ერთ წარმატებულ ნაბიჯს გადავდგამთ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებისა და აქტიური თანამშრომლობის საკითხები, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, კულტურა, განათლება, ინოვაციები და სხვა.

ჩვენს ქვეყნებს ღრმა კულტურული ეკონომიკური და ისტორიული კავშირები აქვთ. ჩვენ ათასწლეულებია გვერდიგვერდ ვვითარდებით. საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების გაგრძელება სტრატეგიულ ჭრილში წარმოგვიდგენია. ჩვენ გვაქვს ურთიერთობების უფრო ფართო განვითარების შესაძლებლობები და სფეროები.

ჩვენს ურთიერთობებს რეგიონული თვალსაზრისით, მეზობლებს შორის საქართველოსთან, განსაკუთრებულ ჭრილში განვიხილავთ. ჩვენი ხალხების ურთიერთობის განვითარების კიდევ უფრო გამამყარებელ ფაქტორად მიგვაჩნია ჩვენი ქვეყნების დემოკრატიული განვითარების გზა. აღნიშნული გარემოება სხვა მრავალ გარემოებასთან ერთად ჩვენი განვითარების კიდევ ერთი ქვაკუთხედია.

ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში საქართველოსთან ურთიერთობები ხარისხობრივად სხვა დონეზე გადავიდა და გვჯერა, ამ შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო გამყარდება. ჩვენ ჩვენი შეთანხმებების ყველა პუნქტს ვახორციელებთ. თბილად ვიხსენებ ჩვენს პირველ შეხვედრას ერევანში. დიდი სიამოვნებით ვსტუმრობ საქართველოს და ჩვენი შეხვედრები არის ის საფუძველი, რაც ჩვენს ორ ხალხს კიდევ უფრო აახლოებს“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილის ფულის გამო ადამიანებს სხვა ქვეყნებიდან იტაცებენ” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრია დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სტატუსს აქვეყნებს, სადაც...

“როცა “ქართული ოცნება” დამოუკიდებლობაზე ლაპარაკობს გულისხმობს უფლებას, რომ ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ შეუზღუდავად იძალადონ,...

საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებებს, კონკრეტული პოზიცია-განმარტებებით...

“ამაზე უფრო ბინძური სიტყვა ვიდრე “უსამშობლოა” არც კი მსმენია!!!” – თაკო ჩარკვიანი

“ქართული ოცნების” ლიდერების – მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ეს ომი ერთ და ორ დღეში ვერ დასრულდება” – ზურაბ ბატიაშვილი

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებას, რა დროსაც კონფლიქტში მონაწილე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...

“ახლა არჩევნებში შესვლა ნიშნავს შულერთან კარტის სათამაშოდ დაჯდომას, რაც იმ ხალხის ღალატი იქნება” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ...

“ბრძოლა მიდის მთავარი ოპოზიციური პარტიის ტიტულისთვის🙈” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "ქართული ოცნების" საპატიო...