spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ დადიოდა მიხეილ სააკაშვილი...

“ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ დადიოდა მიხეილ სააკაშვილი ყვარელში ყოველ მეორე-მესამე დღეს, რომ ენახა, როგორ მიმდინარეობდა „ილიას ტბის“ მშენებლობა, ყვარლის განახლება, სიღნაღის აღმშენებლობა, როგორ ხდებოდა თელავის განახლება და რეაბილიტაცია” – ლევან ბეჟაშვილი

ყვარელში, ილიას ტბასთან, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების ხალხთან შეხვედრის დროს, გაერთიანების ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა, თუ როგორი დიდი წვლილი აქვს შეტანილი კახეთის აღმშენებლობის საქმეში:

ილიას ტბაზე“ ვიმყოფებით და სიმბოლურია არჩევანი, დავანახოთ საქართველოს, სად ვიყავით ჩვენ 2012 წელს, როგორი პრეზიდენტი, ხელისუფალი ჰყავდა ქვეყანას და ვნახოთ, დღეს, რა ვითარებაში და განსაცდელშია ქვეყანა, როგორ უნდა ვიხსნათ ამ განსაცდელისგან. ნათელი მაგალითია, თუ როგორ უნდა იღვწოდეს ქართველი ხალხისთვის, კახელისთვის.

ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ დიოდა მიხეილ სააკაშვილი ყვარელში ყოველ მეორე-მესამე დღეს, რომ ენახა, როგორ ხდებოდა „ილიას ტბის“ მშენებლობა, ყვარლის განახლება, სიღნაღის აღმშენებლობა, როგორ ხდებოდა თელავის განახლება და რეაბილიტაცია. ყველას ძალიან კარგად გვახსოვს ის პერიოდი, როდესაც კახეთს და მთელ საქართველოს ჰქონდა იმედი, პერსპექტივის განცდა, რომ ამ ქვეყანას ჰყავს პატრონი, პასუხისმგებლიანი ხელისუფალი, რომელიც ხალხის წინაშე იყო ანგარიშვალდებული.

დღეს, ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლებაში არის ადამიანი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ, რუსი ოლიგარქების და რუსეთის მთავრობის დავალებებს ასრულებს. დღეს, როდესაც საუბარია აშშ-ს სანქციებზე, სანქციებში პირდაპირ წერია, რომ ივანიშვილმა კავშირი დაამყარა რუს ოლიგარქებთან და ხელს უწყობს საქართველოში რუსული გავლენების გავრცელებას. დღეს, გვყავს ხელისუფლება, რომელიც კლანური, კორუფციული ინტერესებით მართავს ქვეყანას.

ყველამ კარგად ვიცით, კახეთის მუნიციპალიტეტებში, როგორ ხდება კორუფციული ფულის დალექვა კონკრეტული ბიზნესკლანების ჯიბეებში და ინტერესებში. ეს ყველაფერი ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ 26 ოქტომბერს. 26 ოქტომბერს უნდა დავიბრუნოთ ყველა ჩვენგანმა საქართველო იმიტომ, რომ დღეს, ქვეყანა მიტაცებულია ოლიგარქისა და მისი მმართველი კლანების მიერ.

საქართველო უნდა დავუბრუნოთ ხალხს, ქვეყანას უნდა დავუბრუნოთ ევროპული პერსპექტივა“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ინფორმაციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მთავრობა, რომელსაც სული უდგია მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს რეპრესიებით, “ნაციონალურ მოძრაობას” აკრიტიკებს” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარის, ანა დოლიძის ირონიული მინიშნება: "მთავრობა, რომელსაც სული...

“სასკოლო კვება არის საყოველთაო საგანმანათლებლო ინსტრუმენტი და არა საქველმოქმედო პროგრამა” – მარიამ ლაშხი

„სასკოლო კვება არის საყოველთაო საგანმანათლებლო ინსტრუმენტი და არა საქველმოქმედო...

“შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება ან კონკრეტული თანამდებობის თუ პოლიტიკური პირი, მაგრამ ასე გძულდეს შენი...

„შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება ან კონკრეტული თანამდებობის თუ პოლიტიკური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...