პარასკევი, მარტი 14, 2025
16.4 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვა"ქართული მარშის" ხელმძღვანელისა და მისი რამდენიმე წევრის მხრიდან...

“ქართული მარშის” ხელმძღვანელისა და მისი რამდენიმე წევრის მხრიდან ცრუ, ღირსების შემლახველი, მუქარის შემცველი განცხადებები საპატრიარქოს წევრთა მიმართ პირველი არ არის – საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს სტატუსით “აუცილებელი განმარტება”. განცხადებაში განმარტებაა გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული მარშის“ მიერ გავრცელებულია გადაუმოწმებელი ინფორმაცია, თითქოს პრესსპიკერმა ბერთუბანი აზერბაიჯანულ ძეგლად გამოაცხადა. აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრიარქოს აცხადებს, რომ ეს რეალობას არ შეესაბამება და გავრცელებული ინფორმაცია უხეში ცილისწამებაა:

ამა წლის 24 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოსთან გაიმართა „ქართული მარშის“ აქცია; ისმოდა შეურაცხმყოფელი გამონათქვამები „ზოგიერთი იერარქისა“ და საქართველოს საპატრიარქოს პრესსპიკერის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიმართ.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ „ქართული მარშის“ ხელმძღვანელისა და მისი რამდენიმე წევრის მხრიდან ცრუ, ღირსების შემლახველი, მუქარის შემცველი განცხადებები საპატრიარქოს წევრთა მიმართ პირველი არ არის, ბოლო პერიოდში კი ამან სისტემატიური ხასიათი მიიღო. ამასთან, ეს კეთდება ეკლესიისადმი ვითომდაც გულშემატკივრობის სახელით.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში საჯაროდ გაკეთებული უხეში ცილისწამებების საბაბად დავით გარეჯის ბერთუბნის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებული კომენტარი აღმოჩნდა. „მარშელებმა“ აიტაცეს და გაავრცელეს გადაუმოწმებელი ინფორმაციის თავისი ვერსია იმის შესახებ, თითქოს პრესსპიკერმა ბერთუბანი აზერბაიჯანულ ძეგლად გამოაცხადა, რაც რეალობას არ შეესაბამება. 
სინამდვილეში დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ჟურნალისტთან ნათქვამი საერთოდ არ გულისხმობდა ამ ძეგლის რომელიმე ქვეყნისათვის კუთვნილების საკითხს, არამედ საუბარი ეხებოდა ბერთუბნის კომპლექსის არსებობას იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ამჟამად აზერბაიჯანის სახელმწიფო აკონტროლებს;

ბერთუბანი კი, რომ უძველესი ქართული სიწმინდე და კულტურის ძეგლია, არც მამა ანდრიასთვის და არც საქართველოს ისტორიის მცოდნე ნებისმიერი ადამიანისათვის სადავო არ არის.

საინტერესო დეტალია ისიც, რომ არასწორი ინტერპრეტაციის შესახებ შენიშვნა თავად სტატიის ავტორმა ჟურნალისტმაც გაავრცელა და ამის მერე არანაირი ორაზროვნებისათვის ადგილი აღარ რჩებოდა.

მიუხედავად ამისა, პატრიოტული პათოსით განმსჭვალული შეურაცხმყოფელი განცხადებები ,,მარშელთა მხრიდან“ რამდენიმე დღე კიდევ გაგრძელდა, რაც შემდგომში საპატრიარქოსთან ჩატარებულ 20-25 კაციანი აქციაში გადაიზარდა და წერილობითი მოთხოვნით დასრულდა.

ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ ცხადჰყო, რომ აღნიშნული ორგანიზაციის მესვეურნი არასწორ და მკვეთრად უხეშ პოზიციას მიზანმიმართულად აფიქსირებენ და რეალობა არ აინტერესებთ. ამიტომაც, ისინი საქართველოს საპატრიარქოს წინააღმდეგ კარგა ხნის წინ დაწყებული ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილად თავისთავად იქცნენ,” – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქართული ოცნება” თქვენი წყალობით, ბოლო რამდენიმე წელში ნარკომომხმარებელთა რიცხვი უსაშველოდ გაიზარდა! – ელისო კილაძე

ნარკომანიის პრობლემასთან, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" მიერ გაცხადებულ გეგმებს,...

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბრავო, გიორგი ვაშაძე❗ დიდია შენი წვლილი ამ რეზოლუციის მიღებაში, სადაც ერთ-ერთი პუნქტი მიხეილ სააკაშვილის...

Alde-მ, საქართველოს შესახებ, ნიდერლანდების, გერმანიის და საქართველოს მიერ ინიცირებული...

“თვითმფრინავის ბიჭების” მბრალდებლებსაც და მოსამართლესაც ალბათ მართალი ეგონათ თავი, მაგრამ კი ვხედავთ ისტორიის ვინ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას,...

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...