spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვის უხდის ეს თაღლითი ბოდიშს? რუსებს, რომელთაც მოკლეს...

“ვის უხდის ეს თაღლითი ბოდიშს? რუსებს, რომელთაც მოკლეს ანწუხელიძე?…” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე Facebook-ის გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც მწვავე შეფასებას აკეთებს ,,ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც საუბარია, რომ საქართველოს წარმომადგენლებმა ბოდიში უნდა მოიხადონ 2008 წლის აგვისტოს ომის გამო:

,,გერმანიის კანცლერმა ვილი ბრანდტმა ნაცისტების დანაშაულების გამო დაჩოქილმა მოიხადა ბოდიში ვარშავის გეტოს აჯანყების მსხვერპლთა მემორიალის წინაშე 1970 წელს, მაგრამ ბოდიში არავის არასდროს მოუხდია ნაცისტების წინაშე და არც არავინ მოუხდის ბოდიშს ნეოფაშისტ მკვლელ პუტინს.

ბიძინა ივანიშვილმა კი გადაწყვიტა მოღალატეობრივად დააკნინოს საქართველო და დასცინოს (!) ჩვენი ქვეყნისთვის თავგანწირულთა ხსოვნას!

ვის უხდის ეს თაღლითი ბოდიშს? რუსებს, რომელთაც მოკლეს ანწუხელიძე? შინდისის გმირების მკვლელებსა და გინტურის მკვლელებს? ვისი სახელით? როგორ ბედავს ეს კოლბაში მჯდარი მოღალატე ცინიკოსი ამდენს? ასეთი შეურაცხყოფა არავის და არასდროს მიუყენებია საქართველოსთვის, რასაც ეს კაცი ბედავს!

რა ფულს გაძლევენ ამისთანას ზოგიერთებს, ამ სამარცხვინო კოშმარს რომ უკრავთ ტაშს – რაც არ უნდა ძალით დაგატარებდნენ ამ შეხვედრებზე! რუსებისთვის ბოდიშის მოხდაში გიხდიან ფულს – კარგი გიქნიათ, ანწუხელიძე და გინტური რომ მოგიკლავთო?!”, – წერს ლაშა ბუღაძე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეს ბიძინა ივანიშვილი” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ირაკლის არაფერში სჭირდება ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ევროპარლამენტარების “ზრუნვა” ,”შეშფოთება” და “წუხილი”…!” –...

ევროპარლამენტარებს, მთავრობის ყოფილი მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ განხორციელებულ სამართლებრივ...

“იქნებ ახლა მაინც მიხვდეთ, რომ ყველას შეგეხებათ და ყველას ჯიბეს გაანადგურებს ეს წყობა” –...

საქათველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-მდე გაზარდა. ორგანიზაცია “საზოგადოება...

“ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩვენ ეს მზაკვრული გეგმა ჩავშალეთ, რაც დღემდე ვერ უპატიებია პუტინს” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 22 წლის წინანდელ კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“გამძლეობის ტესტი ჩაბარებულია, ახლა სიმრავლეშია ჩვენი გამარჯვება!” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეს ბიძინა ივანიშვილი” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...