spot_img
მთავარიგარემოს დაცვა და ეკოლოგია"იცით, რომ ნიამორი რქების სიგრძნით ნამდვილი ჩემპიონია?" -...

“იცით, რომ ნიამორი რქების სიგრძნით ნამდვილი ჩემპიონია?” – საინტერესო ფაქტები…

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო ინფორმაცია ეფექტური ფოტოს თანხლებით:
🦌 ❓ იცით, რომ ნიამორი რქების სიგრძნით ნამდვილი ჩემპიონია? საშუალოდ მამრი ნიამორის რქის სიგრძე 130 სმ-ია, თუმცა გხვდება ინდივიდები, რომელთა რქების ზომაც მიღებულ სტანდარტს რამდენიმე ათეული სანტიმეტრით აღებმატება!

ვიკიპედიადან კი ვიგებთ რომ…

ნიამორი (ლათ. Capra aegagrus) — წყვილჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისაა. შინაური თხის ერთ-ერთი წინაპარი.

მისი სხეულის სიგრძე 150 სმ, მასა 80 კგ აღწევს. ვაცს ხმლისებურად უკან გადაზნექილი და გვერდებიდან შებრტყელებული რქები აქვს, რომელთა სიგრძეა დაახლოებით 130 სმ, ნეზვის რქები კი მოკლეა. შეფერილობაში ჭარბობს მოწითალო და ნაცრისფერი ტონები.

გავრცელებულია საბერძნეთის არქიპელაგის ზოგიერთ კუნძულზე, მცირე აზიაში, ირანში, ავღანეთსა და პაკისტანში; დაღესტანში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და სამხრეთ თურქმენეთში.

საქართველოში გვხვდება თუშეთსა და პირიქითა ხევსურეთში. XX საუკუნეში ფართოდ იყო გავრცელებული სხვადასხვა ადგილას. მაგალითად, 1960 წელს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკში ნიამორის რამდენიმე სული აღირიცხა, მაგრამ ადამიანების მიერ მათი სამიგრაციო დერეფნების ათვისების გამო ეს პოპულაცია ჩაკეტილი აღმოჩნდა, სისხლის განახლება ვეღარ ხორციელდებოდა, შემცირდა საკვები, გაიზარდა ბრაკონიერობა, ვეღარ გაუძლო შინაური საქონლის კონკურენციას და ამ ტერიტორიებიდან გაქრა.

ნიამორის ძირითადი ადგილსამყოფელი მთის ზედა სუბალპური მეჩხერი ტყით დაფარული მიუდგომელი კლდეებია. ვერტიკალური გავრცელება ზღვის დონიდან 1500 მ-დან 4200 მ-მდე აღწევს.

იკვებება ბალახეულობით, ბუჩქებით.

ჯოგური პოლიგამიური ცხოველია. ახურება ეწყებათ ნოემბერში და გრძელდება დეკემბრამდე. აპრილის ბოლოდან ივნისის დასაწყისამდე შობს 1-2 თიკანს მეტად მიუვალ ადგილებში და აქვე რჩება, სანამ თიკნები კარგად მომაგრდებიან. სქესობრივ სიმწიფეს ნეზვები 1 წლის ასაკში აღწევენ, ხოლო ვაცები გამრავლებაში მონაწილეობენ 3-4 წლიდან. ცოცხლობს 12-15 წელი.

ბევრგან განადგურებულია. შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში. მასზე ნადირობა აკრძალულია. ბუნებაში ნიამორის კონკურენტებიდან აღსანიშნავია ჯიხვი და იშვიათად არჩვი, ხოლო მისი მტრებიდან ძირითადად მგელი, ფოცხვერი, მთის არწივი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

🦅 დურაჯი (Francolinus francolinus)

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო მასალა. ამჯერად წარმოდგენილია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ამ უსამართლო ქვეყანაში აღარაფერი გვიკვირს, მაგრამ გზებზე არსებულ განუკითხაობას მაინც ნუ წაახალისებთ!” – ბაჩანა...

მმართველი პარტიის ინიციატივას ცალკეული კატეგორიის მძღოლებისთვის განახორციელოს ფართომასშტაბიანი ამნისტია,...