spot_img
მთავარიანალიტიკამიხეილ სააკაშვილი: "გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა"

მიხეილ სააკაშვილი: “გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ფეისბუქის საკუთარი გვერდის მეშვეობით ეხმაურება Edison Research-ის  საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების პოლიტიკურ ნაწილს, რომლის მიხედვითაც ოპოზიციას ჯამური მაჩვენებელი, თითქმის 2-ჯერ მეტი აქვს, ვიდრე “ქართულ ოცნებას”:

როგორც მოსალოდნელი იყო “ნაციონალური მოძრაობის” კოალიციის პოპულარობა ყოველ ჯერზე იმატებს, თან იმ პირობებში, რომ ჩვენი მომხრეების დიდი ნაწილი ერიდება არჩევნებამდე თავის სიმპატიის ღიად გაცხადებას, რაც პირიქითაა ოცნების შემთხვევაში, უფრო მეტი ამბობს, რომ აძლევს ხმას, ვიდრე რეალურად მისცემს.

რაც შეეხება რუსულ ოცნებას და მის სამარცხვინო ბაობაბთა საპარლამენტო სიას, ჩემი პროგნოზი მთლიანობაში ემთხვევა სალომე ზურაბიშვილისას, ის იმოძრავებს 25-30%-ის ფარგლებში (მთელი ადმინისტრაციული რესურსების და გაყალბებების გათვალისწინებით).

გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა. ახლა ივანიშვილის ერთადერთი იმედია ოპოზიციის მომავალი პარლამენტარების ყიდვა და ამიტომ ჩვენს კოალიციაში ძალიან გულისყურით მოვეკიდებით, რომ მერყევი ელემენტები არ აღმოჩნდნენ სიაში, და ამ მხრივ, ჩვენი აქტივისტების აქტიური ჩართულობა გადამწყვეტია!” – ნათქვამია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

ინფორმაციისთვის: “ფორმულას” მიერ გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, კითხვაზე, “ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას“, შედეგები ასე განაწილდა ალოკაციით, შეწონვის მეთოდით:

  • ქართული ოცნება – დემოკრატიული მოძრაობა – 34%
  • ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო – 19.2%
  • გახარია – საქართველოსთვის – 10.6%
  • ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები – 9.8%
  • კოალიცია ცვლილებებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა – 9.1%
  • გირჩი (იაგო ხვიჩია) – 5.9%
  • ლეიბორისტული პარტია – 5.1%
  • პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო – 3%
  • ჩვენ – დავით ქაცარავა – 2.1%
  • სხვა პარტიები – 1.2%

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

გიორგი კეპულაძე – არსებობს თუ არა რეალურად “შავი სია?”

"რა არის საკრედიტო ისტორია და ვინ ინახავს მას?" -...

“გუშინ დენის მასშტაბურმა გათიშვამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ერთი უმნიშვნელოვანესი რეალობა…” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკონომისტი რომან გოცირიძე საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბურ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...