spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერება"ნეტა მართლა გვეზეიმებოდეს და ხელისუფლების მიერ მასწავლებლის ეროვნული...

“ნეტა მართლა გვეზეიმებოდეს და ხელისუფლების მიერ მასწავლებლის ეროვნული პრემიის შეთავაზება პური და სანახაობის ტოლფასი არ იყოს” – ნანა ტოხვაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა ტოხვაძე ხელისუფლების მიერ მასწავლებლებისთვის ეროვნული პრემიის შეთავაზებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს ყოველივე პური და სანახაობის ტოლფასია.

მისივე თქმით, განათლების სისტემა მართვადი ქაოსია და ეროვნული ინტერესებისთვის უდიდესი ზიანი მოაქვს:

ნეტა, მართლა გვეზეიმებოდეს და ხელისუფლების მიერ მასწავლებლის ეროვნული პრემიის შეთავაზება პური და სანახაობის ტოლფასი არ იყოს!

როცა ვიცით, როგორი მართვადი ქაოსია დღეს განათლების სისტემა და რა ზიანი მოაქვს სახელმწიფო, ეროვნული ინტერესებისთვის:

  • 10-დან 7 მოსწავლის შიმშილს თითოეულ სასწავლო დღეს;
  • მოსწავლეთა საშუალოზე დაბალ აკადემიურ მიღწევებს სასკოლო საფეხურზე;
  • სკოლის ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი თანხების კორუფციული სქემებით შეჭმას;
  • ხალხის ფულის არამიზნობრივად და პირადი ინტერესებისთვის გამოყენებას;
  •  სტუდენტების მიზერულ ანაზღაურებას 24/7-ზე სამუშაო გრაფიკითაც და დაბინავების მუდმივ პრობლემას;
  • რესურცენტრის უფროსების პარტმუშაკებით ჩანაცლებას;
  • დირექტორების სელექციას პოლიტიკური ლოიალობის და არა პროფესიონალიზმის ნიშნით;
  • მასწავლებელთა დისკრიმინაციას მათი რეპუტაციის გაცამტვერებასთან ერთად მათ მუდმივ ტყუილსა და დაპირისპირებაში ყოლას;
  • საარჩევნო შტაბად და ხმების ყულაბად სკოლის ქცევას…

ნეტა, მართლა გვეზეიმებოდეს, აღარ ვიტყვით…

#სკოლასშველაჭირდება #მომავალიგანათლებაშია #26ოქტომბერს #გავიმარჯვებთსახელოვნად“ – განაცხადა ტოხვაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ნაციონალურ მოძრაობას” პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ – კარგად ვიცით, რომ ყველაფერს წყვეტს ერთი ადამიანი”...

„ნაციონალურ მოძრაობას“ რა მდგომარეობა ექნება შიგნით, ვინ რა განცხადებას...

“ოლიგარქიული სახელმწიფო: სამი რამ გადაბმული ერთმანეთში…” – ანა დოლიძე

სასამართლო ხელისუფლებაზე აქცენტით, ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს პარტია "ხალხისთვის"...

ფადი ასლი: “ბედნიერებას არაფერი აქვს ფულთან საერთო…”

ბიზნესმენ ფადი ასლის პოზიცია-მინიშნებები: "ზოგიერთი ადამიანი იმდენად ღარიბია, რომ არასდროს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...