spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რა "პრემიერ-მინისტრები" და "სიები" - რუსი დიქტატორი გვაზის...

“რა “პრემიერ-მინისტრები” და “სიები” – რუსი დიქტატორი გვაზის თავზე!” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე Facebook-ის გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს აფასებს და თავის მოსაზრებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, თუ რა სტრატეგია იქნება უკეთესი ქვეყნის გადარჩენისთვის:

,,გაზაფხულზე პროტესტის დომინანტი ძალა სამოქალაქო საზოგადოება იყო – უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდები, ახლა კი პრინციპში პოლიტიკური (და არა სამოქალაქო) პროცესია და დომინანტები პარტიები არიან, რომლებიც მცდელობის მიუხედავად, დომინანტები ვერ იყვნენ აქციების დროს. ზოგს, – ყველას არა, – აქციებზე სიტყვით გამოსვლაც კი არ შეეძლო არაპოპულარობის გამო, რაც სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა.

ახლა სხვა პრობლემაა.

განცდა მაქვს, რომ პარტიები ამ არჩევნებს უმალ პარტიულ პროცესად უფრო აღიქვამენ, ვიდრე საერთო ეროვნულ ეგზისტენციალურ ბრძოლად. თითქოს თავისთავადია, მაგრამ როგორც ჩანს ეს მთლად კარგად არ არის გააზრებული, რომ მათი ამოცანა ახლა მხოლოდ (!) ის უნდა იყოს, რომ ხმები არ დაიკარგოს და ივანიშვილმა ისეთი დიქტატურა არ დაამყაროს სამომავლოდ, სადაც პოლიტიკური პროცესი ფარსი იქნება და ძალაუფლება კი მისი ოჯახის წევრებს გადაეცემათ, რისი მაგალითები უხვია პოსტსაბჭოთა და არადემოკრატიულ ქვეყნებში.

“ქართულ ოცნებას” ეშინია გაერთიანებების, რადგან გონივრულ გაერთიანებებში მეტი ძალა და პრაგმატულობა ჩანს და ჩვენც, მოქალაქეებს, სწორედ ეს გვინდა: რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე და ყველა ოპოზიციურ ანტიივანიშვილურ გაერთიანებებს შეეძლოთ ბარიერის გადალახვა, რაც პირდაპირ ბმულობაშია ივანიშვილის დამარცხებასა და რუსული კანონების გაუქმებასთან.

დიდი ერთიანობა არ გამოვიდა, რაც ცუდია და სულელური ნაბიჯი, მაგრამ ახლა ორი სწორი პოლუსი ხომ მაინც უნდა იყოს, რომელიც ყველას შანსს მისცემდა ამ ამოცანის აღსრულებაში: რად უნდა იმას კამათი, რომ “ლელო” და “გახარია-საქართველოსთვის” უნდა შეერწყას ერთმანეთს (და ეს პრაგმატულია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიციური ხმები დაიკარგება) და სხვა ერთგვაროვანი იდენტობების მქონენიც რომ ერთ პლატფორმად იყვნენ სავარაუდოდ, ხომ არც ეს იქნებოდა ლოგიკას მოკლებული?!

ირონიის გარეშე, მესმის რომ ბევრი ფული, ბენზინი და მოწეული სიგარეტი გაიხარჯა პარტიების ლოგოების ფერის შერჩევაში, მაგრამ ფერებზე მნიშვნელოვანი ალბათ საქართველოს ბედია, არა?!

ამ პროცესში აუცილებლად უნდა იყოს ჩართული სალომე ზურაბიშვილი ყველასთვის ადეკვატური ფორმით, რადგან მისდამი არსებობს სიმპათია და ის უთუოდ მნიშვნელოვანი როლის მატარებელია.

ვიცი რა, რომ ყველა პარტია “გამოცდილებაზე დაყრდნობითა” თუ ტრადიციული ფანტაზიორობის ჩვევით პარალელურ რეალობაზე, თავიანთი პრემიერ-მინისტრების და სპასპეტების პლასტმასის ფიგურების კონსტრუირებით არიან დაკავებულები (სიგარეტი კვალაც ბევრია მოსაწევი ასეთ გასართობ თემეზე საუბრისას), მაგრამ მათდამი პატივისცემის მიუხედავად, ეს მგონია სრული არაადეკატურობა… ამაზე ჯერ-ჯერობით მეტს აღარ დავწერ.

რა “პრემიერ-მინისტრები” და “სიები” – რუსი დიქტატორი გვაზის თავზე!

ყველას პირში წყალი აქვს ჩაგუბებული, რომ არავინ აკრიტიკოს ოპოზიციიდან (რადგან ღია კრიტიკას მაშინვე თავის სასარგებლოდ იყენებს ივანიშვილის პროპაგანდა), მაგრამ სამწუხაროდ დრო აღარ ითმენს.

გადაჭარბებული მოლოდინი არც პარტიების მიმართ მაქვს და არც მით უმეტეს, ვინმესი სამოქალაქო საზოგადოებიდან – რწმენას მხოლოდ ჩვენი ხალხის უმრავლესობის რაციონალიზმი და ადეკვატურობა მიჩენს, – და სწორედ ამ მოლოდინის გათვალისწინებით, სხვა ჩემნაირ მოქალაქეებთან ერთად მხოლოდ იმას ველი, რომ პარტიებმა ერთმანეთი არ აზიანონ, ეგოების დატოლებას მორჩნენ, დროებით, საარჩევნოდ გაერთიანდნენ რაციონალურად და ჩვენთან ერთად არც ერთი ხმის ქურდობის საშუალება არ მისცენ ივანიშვილის რუსულ ბანდას, რომლის მიზანიც გაცხადებული და ერთადერთია: გააუქმოს აგონიური რუსეთისგან გაღწევისკენ ორიენტირებული საქართველო!

შესაძლოა, ივანიშვილი რომ მოღალატეა, ამის არ სჯეროდეს ოლიგარქის სიაში აღმოჩენილ მძიმე საგნის ამწევ პოპულარულ ადამიანს (ისტორიის აღქმას როგორც ჩანს მხოლოდ მძიმე საგნების აწევა არ ყოფნის, სხვა უნარებიც საჭიროა – თუნდაც მსუბუქად ინტელექტუალური), მაგრამ ეს უნდა ესმოდეს ყველას, ვინც გაცნობიერებულად ერთიანდება ივანიშვილისა და საქართველოს მარგინალიზება-გარუსების წინააღმდეგ!

“დაკარგულ სულებზე” დროს ნუ გავხარჯავთ, ვინც პატრიოტია, მათ მოტივირებაზე და ხმების არგაფანტვაზე ვიფიქროთ!”, – წერს ლაშა ბუღაძე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ნებისმიერი მათი ინიციატივა იმთავითვე განწირულია წარუმატებლობისთვის” – ირაკლი კობახიძე “ოპოზიციის ალიანსზე”

"ოპოზიციის ალიანსი" 26 მაისის მასშტაბული საპროტესტო აქციისთვის ემზადება. აღნიშნულთან...

“ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩვენ ეს მზაკვრული გეგმა ჩავშალეთ, რაც დღემდე ვერ უპატიებია პუტინს” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 22 წლის წინანდელ კონკრეტულ...

“ირაკლის არაფერში სჭირდება ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ევროპარლამენტარების “ზრუნვა” ,”შეშფოთება” და “წუხილი”…!” –...

ევროპარლამენტარებს, მთავრობის ყოფილი მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ განხორციელებულ სამართლებრივ...

“ქოცების საქმე ახლა ასეა: მაგრამ ხანგრძლივ ეს ბიძინა გაახარებს ვინმეს განა?” – ლელა ჯეჯელავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში "ქართუ ჯგუფის"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...