spot_img
მთავარირეგიონის ამბებიაჭარაში საოჯახო-სასტუმრო სახლების წამახალისებელი პროექტი "კარგი მასპინძელი" დაიწყო

აჭარაში საოჯახო-სასტუმრო სახლების წამახალისებელი პროექტი “კარგი მასპინძელი” დაიწყო

აჭარაში საოჯახო-სასტუმრო სახლების წახალისებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ახალი პროექტი „კარგი მასპინძელი“ დაიწყო. პროექტი ევროპული მოდელის „Good Host“-ის ანალოგია და მიზნად ისახავს, ქალაქგარეთ გამორჩეული სტუმართმასპინძლობის, ავთენტური გარემოს, ვიზუალის მქონე საოჯახო-სასტუმროების პოპულარიზაციასა და სტიმულირებას განავითარონ ტურისტული ბიზნესი. „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მისაღებად საჭიროა მასპინძელი ფლობდეს მოწესრიგებულ საოჯახო-სასტუმრო სახლს, ქმნიდეს დასვენებისთვის საჭირო პირობებსა და კომფორტულ გარემოს, ზრუნავდეს სერვისის გაუმჯობესებასა და ავთენტიკური გარემოს შენარჩუნებაზე. პროექტი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციასა და ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით მოამზადა.

საოჯახო-სასტუმრო სახლების მასტიმულირებელი პროექტი „კარგი მასპინძელი“ აჭარაში პირველად ხორციელდება. მასში ჩართვა ნებაყოფლობითია. სტატუსის მიღების მსურველები სხვადასხვა კრიტერიუმებით შეფასდებიან. კრიტერიუმები  საოჯახო სახლების ინტერიერის, ექსტერიერის, კვების, მომსახურების ხარისხისა და ინფორმაციული ხელმისაწვდომობის მიხედვითაა შედგენილი. მათი მინიმუმ 90%-ის დაკმაყოფილებაა საჭირო „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მოსაპოვებლად. პროექტისა და კრიტერიუმების შესახებ ინფორმაციის მიღება მსურველებს ლინკზე https://infoajara.com/ka/good-host შეუძლიათ. აღნიშნულ ბმულზე რეგისტრაციისა და საკუთარი საოჯახო სახლის შეფასების შემდეგ, „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მოპოვების მსურველ საოჯახო სახლებს  სპეციალური კომისია და იდუმალი სტუმარი შეაფასებს. პროექტში ჩართვა მსურველებს ნებისმიერ დროს შეუძლია. ობიექტებისთვის სტატუსის მინიჭება კი 3  –  6 თვის განმავლობაში განხორციელდება.

სტატუსის მინიჭების შემდეგ, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე საოჯახო-სასტუმრო სახლებს დაეხმარება ობიექტების პოპულარიზაციაში, რაც მოიცავს ფოტო-ვიდეო მასალების შექმნას, მანიშნებლების დადგმას, ტრენინგებს სერვისის მიმართულებით, გამოცდილების გაზიარების მიზნით ინფოტურებში ჩართულობასა და ბრენდირებული სუვენირებით უზრუნველყოფას.  პროექტში რეგისტრაცია დაწყებულია. წლის ბოლომდე, აჭარას უკვე ექნება „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე საოჯახო-სასტუმრო სახლები.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილის კრიმინალურმა სინდიკატმა ფეხზე დაიკიდა ტურიზმი და მთელია აქცენტი გააკეთა რუსების და სხვა უცხოელებისთვის...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ტურიზმის სექტორში შექმნილ სიტუაციას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...