spot_img
მთავარირეგიონის ამბებიWANDERLUST ბათუმს ევროპის ყველაზე სასურველი ქალაქების ნომინაციაში ასახელებს

WANDERLUST ბათუმს ევროპის ყველაზე სასურველი ქალაქების ნომინაციაში ასახელებს

ცნობილი ბრიტანული გამოცემა WANDERLUST ბათუმს ევროპის ყველაზე სასურველი ქალაქების ნომინაციაში ასახელებს. გამოცემის პორტალზე, რომელსაც თვეში 1.6 მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს, 40-მდე ევროპის ტურისტული ქალაქის სია ბათუმით იწყება. ბათუმთან ერთად ნომინაციაზე თბილისი, ლისაბონი, პორტო, სევილია, ვალენსია, ზაგრები, ბოლონია, დრეზდენი, ჰამბურგი და სხვა ტურისტულად მიმზიდველი ქალაქია დასახელებული. ევროპის ყველაზე სასურველი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა სხვა ევროპულ ქვეყნებთან ერთად საქართველოცაა წარდგენილი. WANDERLUST-ის გვერდზე ხმის მიცემა მსურველებს 18 ოქტომბრამდე შეუძლიათ. WANDERLUST-ის გამომცემლობა The Wanderlust Travel Awards-ის ყოველწლიურ დაჯილდოებას 6 ნოემბერს ჩაატარებს, სადაც გამოვლინდება 2024 წლის სასურველი ტურისტული მიმართულებები. ხმის მიცემა აღნიშნულ ბმულზე https://wanderlustmagazine.typeform.com/to/QUOKskBQ შეიძლება.

“Wanderlust” არის ბრიტანული ტურისტული, მაღალრეიტინგული ონლაინ და ბეჭდური გამოცემა, რომელიც 1993 წელს დაარსდა. ის ყურადღებას სათავგადასავლო და კულტურულ მოგზაურობაზე ამახვილებს. გამოცემა განსაკუთრებით ცნობილია თავისი გამორჩული ფოტოგრაფიითა და სიღრმისეული სამოგზაურო გაიდებით. ჟურნალ WANDERLUST-ის გამორჩეულ მკითხველებს აინტერესებთ, როგორც ახალი მიმართულებები და აქტივობები, ასევე პოპულარული დანიშნულების ადგილების ნაკლებად ცნობილი მხარეების აღმოჩენები. ისინი მიემგზავრებიან სათავგადასავლო ადგილებში და ეძებენ გამორჩეულ გამოცდილებას.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთში „ITB China 2026“-ს ტურისტულ გამოფენაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...