spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სიმართლე უთხარით ხალხს, რატომ ხართ პანიკაში, რატომ იგონებთ...

“სიმართლე უთხარით ხალხს, რატომ ხართ პანიკაში, რატომ იგონებთ ტყუილებს? – იმიტომ, რომ გეშინიათ მარცხის” – გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძეს

“ყოველდღიურად უამრავ სიგიჟეს იგონებთ, იმიტომ, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის კეთილდღეობა ევროპაში, თქვენი კი – სიღატაკე იზოლაციაში.” – ასე ეხმაურება “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

მისი თქმით, მმართველი პარტია პანიკაშია და ხალხის რეალურ პრობლემებზე საუბარს გაურბის:

ირაკლი კობახიძეს მინდა მივმართო, რატომ ხართ პანიკაში? რატომ იგონებთ ამდენ ტყუილებს? რას თხზავთ ყოველდღიურად? აი, სიმართლე უთხარი ხალხს, რატომ ხარ პანიკაში? იმიტომ, რომ ბატონო ირაკლი, გეშინიათ მარცხის, გეშინიათ წაგების ამ არჩევნებში. იცით, რომ აგებთ არჩევნებს, იგონებთ 1000 ტყუილს და სიგიჟეს იგონებთ ყოველდღიურად. რატომ? იმიტომ, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის კეთილდღეობა ევროპაში, თქვენი არჩევანი არის სიღატაკე იზოლაციაში და ამაზე უარს გეუბნებათ ხალხი.

ამიტომ ხართ პანიკაში, გეშინიათ მარცხის იმიტომ, რომ თქვენი მხარდაჭერა 20%-ზე მეტი არ იქნება ამ არჩევნებზე, თქვენ მარცხდებით ირაკლი, კარგად გაიაზრეთ მარცხდებით და ნუ გეშინიათ. ბატონ ირაკლი კობახიძეს კიდევ ერთხელ მივმართავ, ნუ გეშინიათ მარცხის და ნუ გეშინიათ ამ პანიკაში ნუ ხართ. თუ მაგრები ხართ, ილაპარაკეთ იმაზე, რაც ხალხს აწუხებს.

რატომ საუბრობთ მხოლოდ იმ ტყუილებზე, ყოველ კვირას რაღაც ახალ ტყუილს და სიგიჟეს იგონებთ. აი, ეს არის თქვენი ხელწერა, აი, ეს არის რეალობა, რაც დღეს აქ არის. კიდევ ერთხელ მინდა გაგიმეოროთ, ბატონო ირაკლი კობახიძე რატომ ხართ პანიკაში? რატომ იგონებთ ყოველდღიურად ახალ ტყუილებს? უთხარით სიმართლე ხალხს. იმიტომ, რომ თქვენ გეშინიათ დამარცხების, ხაზს ვუსვამ გეშინიათ მარცხის იმიტომ,რომ იცით ამ არჩევნებში 20%-ზე მეტი მხარდაჭერა არ გექნებათ.

იმიტომ, რომ ხალხი აკეთებს არჩევანს ევროპის მხარეს, კეთილდღეობის მხარეს და არა იზოლაციის მარტო დარჩენის და სიღატაკის მხარეს. იმიტომ, რომ ძალიან კარგად ხედავენ ვინ ხართ თქვენ.

თქვენ ხართ სიღატაკის პარტია, თქვენ ხართ იზოლაციის პარტია, თქვენ ხართ დაპირსპირების პარტია. ხალხს უნდა გაერთიანება, წინსვლა, ეკონომიკური განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა. ამიტომ არის, რომ მარცხდებით, ყოველდღე იგონებთ ახალ ტყუილს, ათას სისულელეს.

აი, ასე მგონია, შიშისგან ნაძალადევი განცხადებაა, რომ ამდენ პროცენტს აიღებთ. რას იღებთ? თქვენ რეალურად იღებთ 20%-ს. ხოდა ნუ გეშინიათ, გადახვალთ ოპოზიციაში და განთავისუფლდება ხალხი თქვენგან. აი ეს იქნება პასუხი ხალხისგან და საზოგადოებისგან რასაც არჩევნებზე მიიღებთ პასუხად”, – განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ხალხი ზუსტად იმდენად არის გაბედული, სადამდეც გაბედულია მისი ლიდერები” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას,...

“ეს არის აბსოლუტური უკანონობა, რაც ხდება” – გიორგი ვაშაძე ე.წ. “4 ოქტომბრის საქმეზე”

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე"...

“3 თვეა დედა არ მინახავს, 3 თვეა მისი ხმა არ გამიგია…” – ელისო კილაძის...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა პლიუსის" დამფუძნებლის, ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილი სოციალურ...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“დავუბარე, რომ ეს მსუბუქად რომ ვთქვა – სირცხვილია და ალბათ მათთვის უფრო მძიმედ –...

თბილისში დაფიქსირებულ ერთ კონკრეტულ ფაქტს უკმაყოფილო შეფასებებით ეხმაურება ქართველი...