spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კახა კალაძე არ აცხადებს ტენდერს და ელოდება ბოლო...

“კახა კალაძე არ აცხადებს ტენდერს და ელოდება ბოლო თარიღს, როცა მილიონებს გადაურიცხავს მის ფავორიტ კომპანიას” – ვასო ურუშაძე

კახა კალაძე არ აცხადებს ტენდერს და ელოდება ბოლო თარიღს, როცა მილიონებს გადაურიცხავს მის ფავორიტ კომპანიას, რეალურად კი გვაქვს გაფლანგული საბიუჯეტო სახსრები და გამდიდრებული კერძო კომპანიები, რომლებიც დაკავშირებული არიან თბილისის მერის გარემოცვასთან“, – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი ვასო ურუშაძე.

ვასო ურუშაძის განცხადებით, თბილისის მერი კორუფციულ გარიგებებში პირადად არის ჩართული და საბიუჯეტო სახსრებს არამიზნობრივად იყენებს:

ის ღონისძიებები, რომლებიც წინასწარ ცნობილია, ეს არის ახალი წელი, თბილისობა, დამოუკიდებლობის დღე, როცა ჩვენ შეგვიძლია სახელმწიფო ბიუჯეტი რაციონალურად გამოვიყენოთ, წინასწარ გავთვალოთ და შევქმნათ ჯანსაღი კონკურენცია, სხვადასხვა კომპანიებს მივცეთ საშუალება, წარმოადგინონ განსხვავებული პროექტები და ქალაქმაც მიიღოს უკეთესი ღონისძიებები, უკეთესი ხარისხის სამუშაოები და ეს ყველაფერი სახელმწიფო ბიუჯეტს ნაკლები დაუჯდეს.

სწორედ აქედან გამომდინარე, აუცილებელია წინასწარ ტენდერების გამოცხადება, თუმცა ამას არ აკეთებს თბილისის მერი კახა კალაძე, რომელიც ამჯობინებს, წინასწარ შერჩეულ კომპანიებთან გააფორმოს პირდაპირი ხელშეკრულებები ტენდერის გარეშე და გადაურიცხოს მათ მილიონები. შედეგად ჩვენ ვხედავთ უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს, რომლებიც არ პასუხებს არც თბილისელების, არც საქართველოს სხვა მოქალაქეების ინტერესებს და რეალურად, გვაქვს გაფლანგული საბიუჯეტო სახსრები და გამდიდრებული კერძო კომპანიები, რომლებიც დაკავშირებული არიან თბილისის მერის გარემოცვასთან.

ეს არის კლასიკური კორუფციული სქემა, რომელსაც, სამწუხაროდ, წლებია იყენებს ქართული ოცნება და ზოგადად, აღმასრულებელი ხელისუფლება, როცა წინასწარ არ აცხადებს ტენდერს, არ ქმნის ჯანსაღ კონკურენციას და ელოდება ბოლო, კრიტიკულ თარიღს, როცა პირდაპირი მოლაპარაკებით გაუფორმებს ხელშეკრულებას იმ კომპანიას, რომელიც მისი ფავორიტია“, – განაცხადა ვასო ურუშაძემ.

ინფორმაციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ნებისმიერი მათი ინიციატივა იმთავითვე განწირულია წარუმატებლობისთვის” – ირაკლი კობახიძე “ოპოზიციის ალიანსზე”

"ოპოზიციის ალიანსი" 26 მაისის მასშტაბული საპროტესტო აქციისთვის ემზადება. აღნიშნულთან...

“ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩვენ ეს მზაკვრული გეგმა ჩავშალეთ, რაც დღემდე ვერ უპატიებია პუტინს” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 22 წლის წინანდელ კონკრეტულ...

“252,029  მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება” – საზოგადოება და ბანკები

საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა....

“მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა მაღალ დონეზე იმუშავეს” – კახა კალაძე...

თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...