კვირა, აგვისტო 3, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოაქუთაისის აეროპორტიდან იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირე შემცირდა

ქუთაისის აეროპორტიდან იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირე შემცირდა

კორონავირუსის პრევენციის მიზნით ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის აეროპორტიდან იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ამცირებს, – ამის შესახებ „აეროპორტების გაერთიანებიდან“ იუწყებიან.

მათივე ცნობით, კომპანია “Wizz Air”-ი ქუთაისიდან მილანის მიმართულებით კვირაში 4 სიხშირით დაფრინავდა, თუმცა სიხშირეების შემცირების შემდეგ, ავიაკომპანია ქუთაისი-მილანი-ქუთაისის საჰაერო ხაზზე ოპერირებას კვირაში ერთხელ (პარასკევი) მოახდენს. სიხშირეების შემცირება ეხება 12 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით პერიოდს.

ქუთაისი-რომის მიმართულებაზე სიხშირეები შემცირდება 18 მარტიდან 25 მარტამდე პერიოდში. ქუთაისი-რომი-ქუთაისის მიმარულებაზე “Wizz Air”-ი ​კვირაში ორჯერ (ოთხშაბათი-შაბათი) ოპერირებდა და 25 მარტამდე კომპანია რეისებს მხოლოდ შაბათობით განახორციელებს.

რაც შეეხება ბოლონიის მიმართულებას, 17 მარტიდან 24 მარტამდე “Wizz Air”-ი ფრენებს კვირაში ორის ნაცვლად, მხოლოდ ერთხელ განახორციელებს.

ქუთაისი-ბარი-ქუთაისის საჰაერო ხაზზე კი 12 მარტიდან 2 აპრილამდე პერიოდში გაუქმდა 3 ფრენა.

ავტორი
ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...

ნინო ჯანგირაშვილი: “ივანიშვილის კიდევ ერთი კრახი”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ...

“ღარიბაშვილის გარემოცვა ციხეში წავიდა!” – ელისო კილაძე

კორუფციის ბრალდებით გახმაურებული დაჭერების ფაქტებს ეხმაურება "ქრონიკა +"-ის მთავარი...