spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მიხეილ სააკაშვილმა აჭარაში არსებული სიმახინჯე, სიმრუდე გაასწორა. ეს...

“მიხეილ სააკაშვილმა აჭარაში არსებული სიმახინჯე, სიმრუდე გაასწორა. ეს მოხერხდა მაშინ ერთიანობით” – არმაზ ახვლედიანი

“ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ” ბათუმში მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართა, სადაც სიტყვით გამოვიდა გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერი არმაზ ახვლედიანი:

ძვირფასო ბათუმელებო, 2004 იყო როცა აქ, ბათუმში ფაქტობრივად საბოლოოდ გადაწყდა საქართველოს ბედი, რომ საქართველოს ევლო ევროპისკენ, რომ საქართველოს ევლო შეუქცევადად ნორმალური გზით. და სხვა, რომ არაფერი ჰქონდეს დამსახურება დღეს პოლიტპატიმრად მყოფ მიხეილ სააკაშვილს, მხოლოდ ეს ერთი დამსახურება ეყოფოდა. მან აჭარაში არსებული სიმახინჯე, სიმრუდე გაასწორა. ეს მოხერხდა მაშინ ერთიანობით.

სწორედ ახლა, როგორც არასდროს ამ ეპოქალური ცვლილების წინ გმართებს ერთიანობა, გადავდოთ ყოველგვარი პარტიული, ვიწრო პიროვნული ინტერესი, გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნისთვის და შევძლოთ, რომ ევროპული ყაიდის, ნამდვილად ევროპული ბათუმი, ევროპული შინაარსის საქართველო დავუბრუნოთ ევროპულ ოჯახს. აქ კარგად ჩანს კონტურები აფხაზეთის და სოხუმის. არსად ისე კარგად არ იციან აფხაზეთის ფასი, როგორც აქ, აჭარაში.

აფხაზეთის დაბრუნება, შემოერთება ვერ მოხერხდება ვერავითარ შემთხვევაში ამათი უკეთურთა საკონსტიტუციო უმრავლესობით, არამედ მოხერდება ერთადერთი გზით, რომ კოალიციურმა მთავრობამ შეძლოს, კოალიციურმა ხელსიუფლებამ დემოკრატიული რეფორმები საქართველოს განვითარება, სწორედ მაშინ მოიხედავს საქართველოსკენ სოხუმი და ცხინვალი. ეს არის ერთადერთი უალტერნატივო გზა. და რაც შეეხება ამ ბინძურ თამაშს საქართველოს ეკლესიასთან, უნდა ითქვას სწორედ აქ, ანდრია პირველწოდებულის ნაკვალევზე უნდა, რომ არავის გასვლია საუკუნეების მანძილზე და არავის გაუვა თამაში ეკლესიასთან.

ჩვენ გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ ერთიანობას, ევროპულ კეთილდღეობას და იზოლაციონიზმის დაგმობას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენ გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ სხვა შანსი, სხვა გზა, სხვა არჩევანი არ გაგვაჩნია”, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“მთავრობა, რომელსაც სული უდგია მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს რეპრესიებით, “ნაციონალურ მოძრაობას” აკრიტიკებს” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარის, ანა დოლიძის ირონიული მინიშნება: "მთავრობა, რომელსაც სული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“გორში მომხდარ ძალადობაზე თავად “ოცნების” რეაქცია ამჟღავნებს მათი ძალაუფლების რეალურ ბუნებას – კრიმინალური, სისტემური,...

ელენე ხოშტარიას 4-პუნქტიანი განმარტებები გორში მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით: "გორში მომხდარ...