ოთხშაბათი, ივლისი 23, 2025
34.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"იმისათვის რომ გადავარჩინოთ საქართველოს ევროპული მომავალი, რათა დავძლიოთ...

“იმისათვის რომ გადავარჩინოთ საქართველოს ევროპული მომავალი, რათა დავძლიოთ სიღარიბე, საჭიროა ერთიანობა 2024 წლის 26 ოქტომბერს – საქართველოს და ჩვენი ხალხის გასამარჯვებლად” – გიორგი კაპანაძე

2012 წლიდან დღემდე, ანტიქართულმა ოცნებამ და სიღარიბის პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ენერგეტიკის, ცემენტის, სპირტის, მანგანუმის, ხე-ტყის, გადაზიდვების, ბიტკოინების და ა.შ. კორუფციული სქემებითა და მონოპოლიებით, ქართველ ხალხს მოპარა ათობით მილიარდი”, – ამის შესახებ “ერთიანი ნაცინალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი კაპანაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით მმართველი პარტია დასცინის და აბუჩად იგდებს საქართველოს მოსახლეობას, რომელსაც ეკონომიურად უჭირს:

600 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი, საიდანაც 155 ათასი ბავშვია, 837 ათასი პენსიონერი, 30 ათასი ვეტერანი, ასობით ათასი ემიგრანტი, 150 ათასი სტუდენტი, სინამდვილეში, 500 ათასზე მეტი უმუშევარი და ასი ათასობით მშობელი, კონსტიტუციის მე-5-ე მუხლით გარანტირებულ სოციალურ სამართლიანობას ელოდება.

თუმცა, ანტიქართული ოცნება და სიღარიბის პარტიის საპატიო თავმჯდომარე, დასცინის და აბუჩად იგდებს დედას, რომელიც შვილისთვის სასკოლო ნივთებს ვერ ყიდულობს, პენსიონერს, რომელსაც არჩევანის გაკეთება უწევს მედიკამენტსა და საკვებს შორის, ვეტერანს, რომელიც ანტიქართულმა ოცნებამ გაწირა, სტუდენტს, რომელსაც გაზრდილი ფასების გამო, ბინის ქირის გადახდა არ შეუძლია, სოციალურად დაუცველს, რომელსაც სიღარიბიდან ამოსვლის შესაძლებლობას არ აძლევს. დასცინის და აბუჩად იგდებს ჩვენს ემიგრანტებს, დევნილებს, ახალგაზრდებს, საზოგადოებას…

ანტიქართული ოცნება, ბოლომდე განადგურებით ემუქრება ჩვენი ხალხის ევროპულ მომავალს, რადგან სიღარიბის პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, საქართველო სჭირდება ქართველების გარეშე. ანტიქართული ოცნება და სიღარიბის პარტია ზრუნავს არა გლეხის, ფერმერის, პედაგოგის, ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე, არამედ, საკუთარ ჯიბეზე, არა ჩვენს ძვირფას მაღაროელებსა და მეშახტეებზე, არამედ, ერთ კაცზე და მის გამდიდრებაზე.

ამიტომ, იმისათვის რომ გადავარჩინოთ საქართველოს ევროპული მომავალი, რათა დავძლიოთ სიღარიბე, საბანკო ოლიგარქიისაგან გავათავისუფლოთ ჩვენი ხალხი, შევქმნათ კეთილდღეობა ყველასათვის, დავამკვიდროთ კონსტიტუციის მე-5-ე მუხლით განმტკიცებული სოციალური სამართლიანობა, ე.ი. მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები და ღირსეული შემოსავალი, საჭიროა ერთიანობა და ყველა თაობის არჩევანი, 2024 წლის 26 ოქტომბერს – საქართველოს და ჩვენი ხალხის გასამარჯვებლად”, – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

ინფორმაციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეგ კაცი წერილებს მაშინ აქვეყნებს და აქვეყნებინებს, როცა ძალიან ცუდადაა” – ვახო სანაია ბიძინა...

ჟურნალისტ ვახო სანაიას კონკრეტული ვარაუდები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე,...

“კაცებმა დადეთ საჯარო პირობა რომ არ გათხოვდებით, კანონიც გაუქმდება და ვიზალიბერალიზაციაც გადარჩება🙌🫡” – ელისო...

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების თავიდან აცილების მხრივ ევროკავშირმა საქართველოს რიგი ნაბიჯების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ეს არა მხოლოდ უდიდესი ღალატის აქტია, არამედ ამ 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ შემდგომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მწვავე პოზიცია-შეფასება, მმართველი პარტიის...

“ქოცები რომ წავლენ, მერე რას აპირებთ?!” – ელისო კილაძე

პოლიციელებსა და შუახნის მამაკაცს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რა...