spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"უბედურება რომ მოხდება, მხოლოდ მაშინ გამოდიან და ხელს...

“უბედურება რომ მოხდება, მხოლოდ მაშინ გამოდიან და ხელს მერიისკენ იშვერენ” – კახა კალაძე ცალკეულ მედიასაშუალებებზე

დღეს და გუშინ არ გამხდარა თბილისი ავარიული. ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ. ეს მხოლოდ ჩემი პრობლემა ხომ არაა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან თევდორე მღვდლის ქუჩაზე ავარიული კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე კომენტირებისას ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, სამწუხაროდ, მომხდარის შესახებ ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და პოლიტიკური სპეკულაციები წამოვიდა.

სამწუხაროდ, თბილისში სხვადასხვა ავარიულობის მქონე 10 000-მდე შენობა-ნაგებობა გვაქვს. აქ ცხოვრობს ხალხი. ყველაზე დიდი პრობლემაა, ხალხის გამოყვანა, რადგან შეთანხმება ვერ ხდება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული პროგრამა, რითაც ავარიულ სახლებს ვანაცვლებთ. ბევრი განხორციელდა, ზოგი პროცესშია, მაგრამ გამოწვევები არსებობს. საუბარი იყო შემოღობვაზე. როგორ უნდა შემოღობო კორპუსი, სადაც ადამიანები ცხოვრობენ? ასევე, საუბრობთ იმაზე, რომ ამ ტერიტორიაზე აგვეკრძალა ვაჭრობა. ეს რომ გაგვეკეთებინა, გამოხვიდოდით და იტყოდით, რომ თბილისის მერია გაჭირვებულ ხალხს ხელს უშლისო.

ეს ყველაფერი არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაცია. ყველაფერს ცდილობთ ჩემს წინააღმდეგ, რომ არა ნორმალური და ცივილური ხერხებით დამამარცხოთ, არამედ სიბინძურით. ყველაფერი იკადრეთ ბოლო წლებში ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ. თქვენ არც ადამიანების ბედი გაინტერესებთ. ერთი სიუჟეტი თუ გაგიკეთებიათ, რა პროგრამებს ახორციელებს მერია ამ მიმართულებით? თქვენ მხოლოდ და მხოლოდ უბედურება რომ მოხდება, მაშინ გამოდიხართ, რომ პოლიტიკურად დამაზიანოთ, ხელი მერიისკენ გაიშვიროთ. ყველაფერს შესაბამისი სახელი უნდა დავარქვათ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძე გამოეხმაურა იმ ფაქტსაც, რომ თითქოს მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა მომხდარი ფაქტის სხვისთვის გადაბრალებას.

ასევე, თქვენ დაიწყეთ საუბარი იმაზე, რომ თითქოს, ხალხს რაღაცას ვაბრალებდი. ცხოვრებაში მსგავსი რამ არასდროს მიკადრია. პირიქით, მე ვსაუბრობ კონკრეტულ არსებულ სიტუაციაზე, რა გამოწვევები არსებობს ამ მიმართულებით. თქვენ მოსმენა და გააზრება არ გინდათ. ეს მხოლოდ ჩემი პრობლემა ხომ არაა. ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ. დღეს და გუშინ არ გამხდარა თბილისი ავარიული ქალაქი თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, საცხოვრებელი კორპუსებით.

წინა დღეებში ვისაუბრე, რომ გვქონდა მოსახლეობასთან შეხვედრები, შეთავაზება. თქვენ კი გამოგყავთ ადამიანი და ტყუილს ალაპარაკებთ, რომ თითქოს მასთან არავინ მისულა და არაფერი შეუთავაზებია. ზუსტად ნახევარ საათში დაიდო კონკრეტული ფოტო სურათი ამ კონკრეტული ადამიანის ხელისმოწერით“, – განაცხადა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სადაც და როგორც არ უნდა იყო, მთავარია, ემსახურო შენს ქვეყანას და ხალხს” – კახა...

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ სამთავრობო ცვლილებებში გასაკვირი...

“კახა, ნუ ნერვიულობ, ჩვენ ხალხთან მისვლა არ გვიჭირს, ეს შენთვის არის წარმოუდგენელი ქუჩაში დაცვის...

"ოპოზიციის ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე...

კახა კალაძე: “ვაშაძემ ან მსგავსმა ტიპაჟებმა რა კარდაკარ უნდა იარონ – ისინი იმ ბოროტებაში...

„ეს ადამიანები წლების განმავლობაში მართავდნენ ქვეყანას და თუ რაიმე...

“ბავშვებისთვის წამლების ყიდვას საკუთარ დამარცხებად განიხილავენ…” – ზურაბ ბატიაშვილი

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მკურნალობისთვის საჭირო წამლების შესაძენად თანხის გამოყოფის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“თუ ჩემი მეუღლის ელისოს პატიმრობა შევარჩიოთ ვინმეს…” – გრიგოლ ხარშილაძე

სოციალურ ქსელში გამოჩნდა პატიმრობაში მყოფ "ქრონიკა +"-ს დამფუძნებლის, ელისო...

“აი თქვენ კი გაგაპეტუხათ ეშმაკმა მართლა რა! გაგონილა საკუთარი მომხრეების ნერვებზე ასე თამაში?” –...

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ერთგვარ ანალიზს აკეთებს და პროპაგანდის...

“ბატონო ირაკლი კობახიძე, სახელმწიფოს, საქართველოს რაიმე ვალი აქვს მდინარაძის?” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე (არა)რიტორიკული შეკითხვებით და კონკრეტული მინიშნებებით...

“მიშა ქართულ პოლიტიკაში არის ეპოქა, მოვლენა, რომელმაც შეუძლებელი შესაძლებლად აქცია” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...