spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ხალხი 300 ლარზე იბეგრება, ივანიშვილი კი ნახევარ მილიარდიან...

“ხალხი 300 ლარზე იბეგრება, ივანიშვილი კი ნახევარ მილიარდიან ნახატებში ლარსაც კი არ იხდის” – ლევან ხაბეიშვილი

ხალხი 300 ლარზე იბეგრება, ივანიშვილი კი ნახევარ მილიარდიან ნახატებში ლარსაც კი არ იხდის. ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ქართველი ხალხისთვის არა, მხოლოდ ივანიშვილისთვის”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ქვეყანაში ძვირადღირებული ფერწერული ტილოების შემოტანასტან დაკავშირებით:

ვინც კომენტარს უყურებთ ახლა და გამოიწერეთ რაღაც 300 ლარზე მეტი, აუცილებლად დაიბეგრებით და ბიძინამ 100-200 მილიონი კი არა ნახევარი მილიარდის ნახატები შემოიტანა ისე, რომ ერთი ლარი არ გადაუხდია.

აბა ერთი წამით დაფიქრდით, თქვენ რომ 300 ლარზე მეტი შემოიტანოთ დაიბეგრებით, მაგრამ ბიძინა ნახევარი მილიარდს შემოიტანს და თეთრს არ გადაიხდის, ამასობაში გვაჩვენებენ, რომ იმპორტი გაიზარდა, ეკონომიკა ყვავის, ვაჭრობა გვაქვს, მაგრამ უკაცრავად და რის ხარჯზე გაიზარდა ეს? იმის გამო ხომ არ გაიზარდა, რომ ბიძინამ 400 მილიონ ლარზე უფრო მეტის ნახატები შემოიტანა ბიძინამ?

თუ ნახავთ, აღმოაჩენთ, რომ იმპორტი გაზარდა ივანიშვილის მიერ შემოტანილმა ნახატებმა. უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილმა ორი კურდღელი დაიჭირა ნახატები შემოიტანა და ხალხს აჩვენებს, რომ ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ქართველი ხალხისთვის არა და ივანიშვილისთვის ნამდვილად ყვავის”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“იმედს ვიტოვებ, რომ პირადი ამბიციები და ინტერესები არ აღმოჩნდება საერთო ბრძოლისთვის დამანგრეველი” – ელენე...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

“ვინც დესტაბილიზაციისკენ გიბიძგებს, გაშანტაჟებს, ხელს აფარებს რადიკალებს და ცდილობს დაგსაჯოს შენს ქვეყანაში მშვიდობის...

„ამ დღეებში ჩვენ ვხედავთ მორიგ გააქტიურებულ უსაფუძვლო თავდასხმას საქართველოზე....

“კობახიძე გვეუბნება, სანამ ჩვენი მოსაწონი პოლიტიკური ძალა არ იქნება ოპოზიციაში, მანამდე დემოკრატიას ნუ მომთხოვთო”...

პოლიტიკის ექსპერტი, დავით ზურაბიშვილი, ოპოზიციასთან დაკავშირებით, მთავრობის მეთაურის, ირაკლი...

“მარიამ მეყანწიშვილი არის საოცრად ძლიერი, მაგარი გოგო და უდიდესი პატრიოტი” – გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის საქმეს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“რადიკალური ოპოზიცია მიხვდა, რომ არც ვადამდელ და არც 2028 წლის არჩევნებზე წარმატების არავითარი შანსი...

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის კონკრეტული ვარაუდები და მოლოდინები ოპოზიციასთან მიმართებით: "რადიკალური...

“რა მოხდა და რატომ შეცვალეს პირველი ჩვენება, მართალი გითხრათ არ ვიცი, მაგრამ წმინდა თეორიულადაც...

პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე, შემდგომ მმართველი პარტიის პოზიციებს სიტუაციის განვითარებასთან...

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...