spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართული ოცნება" ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, ვისაც უნდა მშვიდობის...

“ქართული ოცნება” ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, ვისაც უნდა მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა – კახა კალაძე

ხალხი ხედავს, ერთადერთი ძალა, ვისაც მშვიდობა უნდა, „ქართული ოცნებაა“, ამიტომ მას ქვეყნის მასშტაბით ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნების” მთავარ დაპირებად ისევ რჩება მშვიდობის შენარჩუნება ქვეყანაში და ეკონომიკური განვითარება:

დღეს „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის მასშტაბით ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. ხალხი ხედავს, რომ ის ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, ვისაც უნდა მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება, წინსვლა.

ხალხი ხედავს იმ საფრთხეებსაც, რაც ჯერ კიდევ არსებობს – მოწოდებები სანქციების მიერთებასთან და მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. საზოგადოების მხარდაჭერა, რაც დღეს არსებობს, შემთხვევითი არ არის.

ყველას უნდა მშვიდობა, ვის უნდა ბომბები ცვიოდეს და ის ხდებოდეს, რაც მაგალითად, უკრაინაში ხდება. ჩვენ ვიცით რას ნიშნავს ომი. არ გვაქვს იმის ფუფუნება, ჩვენი ემოციურობით და ცხელი გულით დავუშვათ შეცდომა. მომავალი თაობები არ გვაპატიებს იმას, რომ ამ შეცდომამ ათეული წლით უკან დაგვაბრუნოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ნებისმიერი მათი ინიციატივა იმთავითვე განწირულია წარუმატებლობისთვის” – ირაკლი კობახიძე “ოპოზიციის ალიანსზე”

"ოპოზიციის ალიანსი" 26 მაისის მასშტაბული საპროტესტო აქციისთვის ემზადება. აღნიშნულთან...

“სალომე ზურაბიშვილმა მორიგი მცდარი ნაბიჯი გადადგა, მერამდენე უკვე სათვალავი მერევა…” – ანა დოლიძე

პარტია “ხალხისთვის” თავმჯდომარე, ანა დოლიძე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე...

“ეს არის აბსოლუტური უკანონობა, რაც ხდება” – გიორგი ვაშაძე ე.წ. “4 ოქტომბრის საქმეზე”

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე"...

“გამძლეობის ტესტი ჩაბარებულია, ახლა სიმრავლეშია ჩვენი გამარჯვება!” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...