spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ფედერალისტები" წლევანდელ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ ალიანსის შემთხვევაში...

“ფედერალისტები” წლევანდელ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ ალიანსის შემთხვევაში მოვასწრებთ – თამარ ჩერგოლეიშვილი

პარტია ,,ფედერალისტების” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი საუბრობს ,,ევროპული საქართველოს” დატოვების მიზეზებსა და ახალი პარტიის ჩამოყალიბების იდეოლოგიაზე:

♟”არსებობს პოტენციალი, რომ დაირღვეს ორპოლუსიანობა. ეს პოტენციალი არსებობს იმ ფლანგზე, სადაც ვართ ჩვენ, მათ შორის ,,ლელო”, გახარია, პრეზიდენტი. არსებობს შესაძლებლობა, რომ შეიქმნას ისეთი კლიმატი, რაც შესაძლებლობას მისცემს ამომრჩეველს, რომ დაიჯეროს, რომ ,,ოცნების” პროპაგანდა მართალი არ არის და არსებობს ძალა, რომელიც სააკაშვილ-მერაბიშვილ-კეზერაშვილს გაანეიტრალებს.

🔗მე ამ პარტიას შევუერთდი ოფიციალურად 2023 წლის ნოემბერში. ჩვენ ყრილობაზე პრაიმერიზი წარვადგინეთ. მე არ მინდოდა, რომ ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისათვის, წონა მოენიჭებინა ან გიგა ბოკერიას, ან გიგი წერეთელს ან კაკო ბობოხიძეს. მე მინდოდა, რომ გამომემუშავებინა მხარდაჭერა და ჩემს ამომრჩეველს, ჩემს გულშემატკივარს მოენიჭებინა წონა. ეს სტრატეგია შევათანხმე პარტიის ყველა ლიდერთან და მხოლოდ ამის შემდეგ გადავდგი ეს ნაბიჯი.

◾️ შენ შეგიძლია იბრძოლო რაღაცისთვის იქ, სადაც წესებს იცავენ. 15 ივლისიდან 1 აგვისტომდე ჩვენს პარტიაში დაირღვა ყველა წესი არა მარტო პოლიტიკური, არამედ უბრალოდ ადამიანური. როდესაც გაირკვა, რომ ახალ სისტემასთან დრომოჭმული სისტემა აგებს და 8 თვის განმავლობაში პარტიას 1000 მხარდამჭერი ვერ მოუგროვეს, წარმოადგინეს დელეგატები, რომლებიც სხვა პარტიების მხარდამჭერები იყვნენ და ნაცი და ქოცი ამომრჩევლით აპირებდნენ საკუთარი ამომრჩევლისათვის არჩევნების გაყალბებას.

🗝 ,,ფედერალისტები” წლევანდელ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ ალიანსის შემთხვევაში მოვასწრებთ. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვიტყვით სექტემბერში. ეს არც ერთ შემთხვევაში არ იქნება კეზერაშვილ-სააკაშვილთან. მეორე ვარიანტი არის, რომ არ მივიღოთ მონაწილეობა, გამოვტოვოთ ეს არჩევნები და 2025 წლისთვის ვაწარმოოთ კამპანია”, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“შიო მესამე უკვე დაღმავალ გზაზე შემდგარ ეკლესიას ჩაუდგა სათავეში” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია...

“მოკლედ, გავდივართ რთულ და მძიმე პროცესს, როდესაც ყველა ქვეწარმავალი გამოძვრა… საზოგადოებაში დაგროვდა პასუხგაუცემელი კითხვები”...

სხვადასხვა პროცესების მიმოხილვას და თავისი პოზიციების დაფიქსირებას ახდენს კონკრეტული...

“სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეს ბიძინა ივანიშვილი” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ეს 9 მაისს იმიტომ აღინიშნება, რომ კრემლმა არ ისურვა ზეიმი თავის სიტუაციურ მოკავშირეებთან და...

8-9 მაისს გამარჯვების დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...