spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"შე მოღალატე ხიხო, 12 წელია ნაციონალური მოძრაობის გაუქმებით...

“შე მოღალატე ხიხო, 12 წელია ნაციონალური მოძრაობის გაუქმებით რომ იმუქრები, ვის გგონია რომ შეაშინებ? ვინ დააშინეთ, შე მართლა ლაჩარო და არაკაცო?!” – გიორგი ბარამიძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

შე მოღალატე ხიხო, 12 წელია ნაციონალური მოძრაობის გაუქმებით რომ იმუქრები, ვის გგონია რომ შეაშინებ? მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც სიკვდილის არ შეეშინდა და საქართველოში ჩამოვიდა? მე შემაშინებ? 600 000 მომხრეს? 26 ოქტომბერს ხმების ორ მესამედს კი არა, ქართველი ხალხისგან დიდ პანღურს მიიღებ!” – “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე ბიძინა ივანიშვილის გზავნილებს გამოეხმაურა:

ჩვენ ვიხილეთ ხელოვნურად და საგანგებოდ მოყვანილი, საკუთარი მომხრეების წინაშე დაჯავშნილი ბარიერის მიღმა მდგარი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ჩვენი სამშობლო თავის შპს-დ გადააქცია.

ახლა მინდა მივმართო სწორედ ბიძინა ივანიშვილს: შე მოღალატე ხიხო!
12 წელია ნაციონალური მოძრაობის გაუქმებით რომ იმუქრები, ვის გგონია რომ შეაშინებ? მიხეილ სააკაშვილს შეაშინებ? რომელსაც სიკვდილის არ შეშინებია, ჩამოვიდა საქართველოში და, როგორც პუტინის პატიმარი, ზის და ღირსებით უძღვება თავის გუნდს?

მე შემაშინებ? ნაციონალური მოძრაობის 600 000 მოხრეს და წევრს შეაშინებ, რომელმაც ეს 12 წელი გამიარა შენი ტერორის ქვეშ, როდესაც ერთადერთი რამ გქონდა მიზნად დასახული, რომ ნაციონალური მოძრაობა გაგენადგურებინა! რამდენი საქმე აღძარი, რამდენი ადამიანი გაათავისუფლეთ სამსახურიდან, რამდენს დახვდით, სცემეთ, ესროლეთ…

ვინ დააშინეთ, შე მართლა ლაჩარო და არაკაცო?! შე პუტინის მონავ, ვინ უნდა შეაშინო? ქართველი ხალხი უნდა შეაშინო, რომელსაც ერთ რამეს ჰპირდები, რომ ოპონენტებს გააქრობ? ბელორუსიად გინდა გადააქციო საქართველო? არ გამოგივა! ხმების ორ მესამედს კი არა, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხისგან ძალიან დიდ პანღურს მიიღებ, იმიტომ რომ შენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს შენი ხელისუფლება გამდიდრდა და ხალხი გაღარიბდა, იმიტომ რომ ყველა დანაპირები ტყუილი აღმოჩნდა, იმიტომ რომ ქართველი ხალხი გადააგდე, იმიტომ რომ სიღარიბის გამო, 800 000 ქართველი გავიდა ქვეყნიდან, იმიტომ რომ საქართველო ქართველებისგან დაცალე და მოღალატეებითა და ჯაშუშებით გაავსე. იმიტომ რომ შენს გაქსუებულ ჩინოვნიკებს ასობით ათასის ღირებულების საათი უკეთიათ მაჯაზე, ზუგდიდში კი ბავშვები იწვებიან, რადგან დენი არა აქვთ, შენ და შენს მონებს კი ბიტკოინის ქარხანაში უფასო დენი გაქვთ!

იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ადამიანებს პერსპექტივა არა აქვთ, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება კრიმინალებს შეერწყა, იმიტომ რომ გგონია, რომ ეს ქვეყანა, ჩვენი სამშობლო, დიახაც რომ ქრისტიანული, უძველესი ევროპული ცივილიზაციის, შოთა რუსთაველის, ილიას, დავით აღმაშენებლის, ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას ქვეყანა ლუკაშენკოს ქვეყანა და შენი ორღობე გგონია!

ძალიან მაგრად ცდები და გპირდები, რომ ქართველი ხალხი ერთ მუშტად შეიკვრება და არ გაპატიებს ჩადენილ დანაშაულს.

ჩვენ არ გემუქრებით, რადგან როდესაც გავიმარჯვებთ, ჩვენ არ ვაპირებთ შენზე შურისძიებას, განსხვავებით შენგან, ჩვენი მიზანი ოპონენტის განადგურება არ არის.

ჩვენი მიზანი არის და იქნება საქართველოს ფეხზე დაყენება, რადგან საქართველო გვიყვარს. მეგობრებს ზურგს კი არ შევაქცევთ, როგორც შენ ეს გააკეთე, რომ დავრჩენილიყავით რუსეთის პირისპირ, რაც არის პუტინის გეგმის შესრულება და ამიტომ ხარ მოღალატე, არამედ ჩვენ კვლავ აღვადგენთ მეგობრობას აშშ-თან, ევროკავშირთან, კვლავ დავაყენებთ საქართველოს აღმავლობისა და მშვიდობიანი კეთილდღეობის გზაზე, ჩვენ არ გვეცლება შენს სადევრად, უბრალოდ, კეთილს ინებებ და მოიტან მოპარულ მილიარდებს, რომელსაც მოვახმართ პენსიის გაზრდას, ჩვენს პედაგოგებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, ახალგაზრდებს, მოვახმართ იმას, რომ საშუალო და წვრილი ბიზნესს დავეხმაროთ, რათა ქვეყანა კი არ დაიცალოს, სტიმულირება მოვახდინოთ შობადობის, რომ ამაყი და ჩვენი ქვეყნის გამაძლიერებელი ქართველები დაიბადონ ჩვენს ქვეყანაში.

ასე რომ არაფერი შეგეშალოს: საქმე გაქვს მიხეილ სააკაშვილთან, ნაციონალურ მოძრაობასთან და ქართულ, პატრიოტულ საზოგადოებასთან, რომელიც შენნაირ მოღალატეებს თავს არ დაუხრის და ამიტომ 26 ოქტომბერს ელოდე დიდ პანღურს ქართველი ხალხისგან – ეს არის ჩვენი პასუხი!”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“9 მაისი ჩვენი არაა, რუსებისაა. ქოცებისაც, ცხადია. ქართველებმა 8 მაისი უნდა აღვნიშნოთ, როცა ცივილიზებული...

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი კონკრეტულ ფაქტებზე მიუთითებს...

“ეს არის აბსოლუტური უკანონობა, რაც ხდება” – გიორგი ვაშაძე ე.წ. “4 ოქტომბრის საქმეზე”

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე"...

“ღია და დაუნდობელი ბრძოლა მიდის, პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...