spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არ მეგულება მსოფლიოში რომელიმე ცივილიზებული ქვეყნის მმართველი პარტია,...

“არ მეგულება მსოფლიოში რომელიმე ცივილიზებული ქვეყნის მმართველი პარტია, რომელიც ამომრჩეველს ჰპირდება, არჩევნების შემდეგ ოპოზიციის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას” – გიგი წერეთელი

არ მეგულება მსოფლიოში რომელიმე ცივილიზებული ქვეყნის მმართველი პარტია, რომელიც ამომრჩეველს ჰპირდება, არჩევნების შემდეგ ოპოზიციის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას და ამისთვის სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება“, – განაცხადა კოალიცია ,,ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა.

მისი თქმით მმართველ პარტიას ქვეყანა ქაოსისა და დაპირისპირებებისკენ მიჰყავს:

,,ის, რაც ქართული ოცნების ლიდერებისგან მოვისმინეთ ისევ წარსულზე საუბარი, ისევ ოპონენტებზე შეტევა და არანაირი იმედი, სამომავლო პერსპექტივა იმისა, რომ ქვეყანაში სამოქალაქო ერთიანობაზე იყოს ზრუნვა და გლობალური გამოწვევების თუ შიდა პოლარიზაციის მოგვარება მოხდეს.

ამ არჩევნების შემდეგ ჩვენს ქვეყანას, არა ქაოსი და სამოქალაქო დაპირისპირება სჭირდება, რაც მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მტრების ინტერესშია, არამედ სჭირდება ეკონომიკური განვითარება, მოსახლეობის ყველა ფენისთვის ხელმისაწვდომი და გაუმჯობესებული ცხოვრების პირობები, იქება ეს პენსია,მომუშავე ადამიანების შემოსავლები, ემიგრაციის შეჩერება, ინვესტიციების მოზიდვა,ხარისხიანი ჯანდაცვა და განათლება.
სწორედ ამისთვის საჭიროა დასავლეთთან სწრაფი ინტეგრაცია, აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და ამგვარად ქვეყნის გაძლიერება, სხვა გზა მხოლოდ რუსეთის გავლენის სფეროებში დაგვტოვებს და სწორედ ეს არის რეგრესის და სახელმწიფოებრივი დაკნინების საფუძველი.
ამიტომ არჩევნებზე საზოგადოების მაქსიმალურმა აქტივობამ, ოპოზიციური ხმების კონსოლიდაციამ მმართველობის ოლიგარქიული მოდელის აუცილებელი ცვლილება უნდა მოიტანოს“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

ინფორმაციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო კულტურის მინისტრის თანამდებობა” – თინათინ რუხაძე

კულტურის სამინისტრომ, მინისტრ თინათინ რუხაძის განცხადება გაავრცელა თანამდებობის დათოვების...

“მე გამოვალ ამ ციხიდან, როგორც გამოვიდა ნელსონ მანდელა და პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...

“ჩემი ტყვეობის მეხუთე წლისთავისთვის საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირონიული შეფასება-მინიშნებები: "ჩემი ტყვეობის მეხუთე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...