spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი გახარია: "ოცნება" არის ის ძალა, რომელიც პირდაპირ...

გიორგი გახარია: “ოცნება” არის ის ძალა, რომელიც პირდაპირ კონფლიქტში და ომში ჩართავს ამ ქვეყანას

პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია ბრიფინგზე განცხადებას აკეთებს ,,ქართული ოცნების” ე.წ. ბალანსის პოლიტიკასთან დაკავშირებით:

,,ოცნებას” ჰქონდა ბალანსის პოლიტიკა. რა იყო ბალანსის პოლიტიკა? ჩვენ გაცხადებულად ვამბობდით, რომ ჩვენი გზა არის ევროკავშირი, ევროკავშირში წევრობა, დემოკრატიული ევროპული სამყარო, მაგრამ ჩვენ გვჭირდება პრაგმატული ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან. იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები და რუსეთის ფედერაცია არის ოკუპანტი და არავინ, მტერს და ოკუპანტს, ჩვენ გარდა არ დაელაპარაკება. ეს სულ სხვა ქეისია.

ამიტომ ჩვენ პრაგმატული პოლიტიკა გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება, იმიტომ, რომ ღარიბი ქვეყანა ვართ, გარკვეული ეკონომიკური ურთიერთობები. ეს იყო ბალანსის პოლიტიკა.

დღეს ,,ოცნებამ” რა გააკეთა? დღეს ოცნება გამოვიდა და თქვა – ,,არ მინდა ევროპა, არ მინდა ამერიკა. ესენი უვარგისები არიან, გადატრიალებას მიტარებენ”, რაღაც სისულელეებს ბოდიალობენ – შეთქმულება, გლობალური ომის პარტია. ფაქტობრივად, მხარე გახდნენ.

ამიტომ ,,ოცნებას” დაბალანსებული პოლიტიკის გატარების რესურსი აღარ აქვს. ,,ოცნება” არის ის ძალა, რომელიც პირდაპირ კონფლიქტში და ომში ჩართავს ამ ქვეყანას. სხვა რესურსი აღარ აქვთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ნებისმიერი მათი ინიციატივა იმთავითვე განწირულია წარუმატებლობისთვის” – ირაკლი კობახიძე “ოპოზიციის ალიანსზე”

"ოპოზიციის ალიანსი" 26 მაისის მასშტაბული საპროტესტო აქციისთვის ემზადება. აღნიშნულთან...

“გამძლეობის ტესტი ჩაბარებულია, ახლა სიმრავლეშია ჩვენი გამარჯვება!” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ღია და დაუნდობელი ბრძოლა მიდის, პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ვულოცავთ სრულიად საქართველოს ახალი პატრიარქის არჩევას!” – “სტრატეგია აღმაშენებელი”

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელი" მეუფე შიოს სრულიად საქართველოს პატრიარქად არჩევას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...