კვირა, აგვისტო 3, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიზურაბ ხაბეიშვილი - ორთოპედ-ტრავმატოლოგთა რესპუბლიკური საზოგადოების ახალი პრეზიდენტი

ზურაბ ხაბეიშვილი – ორთოპედ-ტრავმატოლოგთა რესპუბლიკური საზოგადოების ახალი პრეზიდენტი

ქუთაისელი ექიმი ზურაბ ხაბეიშვილი საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა რესპუბლიკური საზოგადოების პრეზიდენტად აირჩიეს. ხაბეიშვილის კანდიდატურას ასოციციის ყველ წევრმა მხარი ერთხმად დაუჭირა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რესპუბლიკური სამედიცინო გაერთიანების პრეზიდენტი რეგიონის წარმომადგენელი გახდა.

ორთოპედ ტრავმატოლოგთა საზოგადობა 1991 წელს ჩამოყალიბდა. აღნიშნული ასოციაციის მიზანია ხელი შეუწყოს დარგის განვითარებასა და უცხოელ კოლეგებთან პროფესიული კავშირების დამყარებას.

საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოება ფაქტიურად დამოუკიდებელი საქართველოს ჩამოყალიბების პარალელურად შეიქმნა. ასოციაცია ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ირჩევს პრეზიდენტს, რომელიც ნომინალური თანამდებობაა და მატერიალურ საფასურს არ უკავშირდება.

პრეზიდენტის ევალება კონფერენციების დაგეგმვა, კავშირების დამყარება ამერიკის, ევროპის და პოსტ-საბჭოთა ქვეყნებთან; დარგის წამყვანი სპეციალისტების მოწვევა; ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის რეკომენდაციების გაწევა და მათი საზღვარგარეთ სტაჟირების პროგრამებში ჩართვა.

ეს ყველაფერი ემსახურება ჩვენი დარგის კიდევ უფრო განვითარებას და მიხარია, რომ ასოციაციის ეგიდით ამ მნიშვნელოვანი პროცესის მონაწილე ვიქნები,“ – განაცხადა ზურაბ ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, ზურაბ ხაბეიშვილი არის ცნობილი ტრავმატოლოგი, რომელსაც პრაქტიკულ მედიცინაში მოღვაწეობის 30 წლიანი გამოცდილება აქვს. გაკეთებული აქვს სხვადასხვა სირთულის 10000 მდე ოპერაცია. ამჟამად მუშაობს დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, არის ძვალ-სახსართა ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი.

ავტორი
ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“100-150 მომიტინგე სრულიად უკანონოდ კეტავს მოძრაობას ხან აქ ხან იქ, და კანონი დუმს” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კრიტიკულ პოზიციას აფიქსირებს ცალკეულ საპროტესტო აქტივობებთან...

“რეჟიმი კრიზისშია, ყალბი კვლევები ვეღარ გადაარჩენს! მთავარია, ახლა ჩვენ გავიაზროთ ერთიანობის ძალა და მნიშვნელობა”...

"გორბის" მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევას პოლიტიკური შეფასებებით ეხმაურება...

“9 თვის ბავშვი იმისთვის არ მოუკლავს პუტინს, რომ საქართველო თეთრი ხელთათმანებით მებრძოლი ხალხისთვის დაეთმო”...

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...