spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობით ვიმარჯვებთ, ერთიანობით გაიმარჯვებს ჩვენი...

“დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობით ვიმარჯვებთ, ერთიანობით გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა 26 ოქტომბერს” – თინა ბოკუჩავა

დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობით ვიმარჯვებთ, ერთიანობით გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა 26 ოქტომბერს, ერთიანობით დავიბრუნებთ ევროატლანტიკურ არჩევანს და ერთიანობით მოვუტანთ ჩვენს ოჯახებს კეთილდღეობას და სიკეთეს,“ – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ქარელში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს:

ყველამ კარგად გაიგონა განსაკუთრებით ახალგაზრდების ხმა რუსული კანონის წინააღმდეგ, რომლებიც ამბობდნენ არა რუსულ კანონს, არა რუსეთს, კი ევროპას და კი ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, მაგრამ ივანიშვილს სურს, რომ ეს გზა ევროკავშირისკენ, მაშინ, როდესაც არის ისტორიული შესაძლებლობა, რომ უმოკლეს დროში გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ეს გზა ჩაგვიხერგოს და ეს პერსპექტივა წაგვართვას ჩვენ და ჩვენს შვილებს.

თავიანთ შვილებს სად აგზავნიან? სწორედ ევროპაში და ამერიკაში აგზავნიან განათლების მისაღებად, სახელმწიფო თვითმფრინავებს კერძო მიზნებისთვის იყენებენ, რომ თავიანთი შვილები ამერიკაში წაიყვანონ განათლების მისაღებად. კი ბატონო, ყველას ღმერთმა ხელი მოუმართოს კარგი განათლების მიღებაში, მაგრამ ჩვენ შვილებს რატომ არ უნდა ჰქონდეთ ხარისხიანი ევროპული და ამერიკული განათლება? ჩვენი შვილებისთვისაც გვინდა ხარისხიანი განათლება და ერთადერთი წინაღობა, რაც დღეს არსებობს იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს ხარისხიანი განათლება, ხარისხიანი ჯანდაცვა, სამუშაო ადგილები, მაღალი ხელფასები, ეს არის ივანიშვილის ხელისუფლება, რომლის რუსული კანონის და რუსული ნაბიჯების გამო, ყოველდღიურად მილიონობით ევროს და დოლარს კარგავს საქართველო.

გახსოვთ, სულ ცოტა ხნის წინ 35 მილიონი ევროს დაფინანსება შეაჩერა ევროკავშირმა და შემდეგ 95 მილიონი დოლარის დაფინანსება შეაჩერა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რადგან ივანიშვილმა მიიღო რუსული კანონი და ზოგადად დაუპირისპირდა დასავლეთს და რაც მთავარია დაუპირისპირდა ქართველ ხალხს და ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს.

ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდი დღეს და ყველას თვალებში ერთის მხრივ ვხედავ იმას, რომ ძალიან დიდი პრობლემების წინაშე ვდგავართ, მაგრამ ასევე ვხედავ დიდ იმედს, 26 ოქტომბრის იმედს და მჯერა, რომ ჩვენი ერთიანობით „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც იყო ყველაზე ძლიერი პარტია და ახლა კიდევ უფრო დიდი პლატფორმა, მოგვემატა ამდენი ძალიან საინტერესო ადამიანი, რომელსაც დიდი დამსახურება უკვე აქვს და კიდევ უფრო მეტი ექნება ქვეყნის მომავლის მშენებლობაში.

ასე რომ დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობით ვიმარჯვებთ, ერთიანობით გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა 26 ოქტომბერს, ერთიანობით დავიბრუნებთ ევროატლანტიკურ არჩევანს და ერთიანობით მოვუტანთ ჩვენს ოჯახებს კეთილდღეობას და სიკეთეს“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.

ინფორმნაციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

გიორგი კეპულაძე – არსებობს თუ არა რეალურად “შავი სია?”

"რა არის საკრედიტო ისტორია და ვინ ინახავს მას?" -...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მე გამოვალ ამ ციხიდან, როგორც გამოვიდა ნელსონ მანდელა და პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...

“ახლა მე მხოლოდ ერთი რამ დამრჩენია, მოგიწოდოთ მედგარი წინააღმდეგობისკენ ამ საოკუპაციო რეჟიმის მოსაშორებლად, ამ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ცალკეული ფაქტების გახსენებით, კონკრეტული...

“ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ სულ უფრო მეტად ცდილობს არა მხოლოდ ქმედებების, არამედ აზრის...

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მმართველი გუნდის პროპაგანდის ოთხ ძირითად საყრდენზე...