spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: "ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია და ყოველთვის შევეწინააღმდეგები,...

კახა კალაძე: “ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია და ყოველთვის შევეწინააღმდეგები, ოპოზიციისგან განსხვავებით”

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მისთვის ყველა სახის ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია და პოლიტიკურ პარტიებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, საარჩევნო კამპანია მშვიდ გარემოში აწარმოონ.

ამის შესახებ მან კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერზე, ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტის შეფასებისას განაცხადა:

როგორ შეიძლება ძალადობა წაახალისო ან რაიმე მისასალმებელი კომენტარი გააკეთო? კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის ქმედებები ისევე, როგორც ის სპეკულაციები, რომლის შესახებაც ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს, ეს იყო მმართველი გუნდის ორგანიზებული. დღეს ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე და ყველა პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკოსს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, თავისუფალ, მშვიდ გარემოში აწარმოოს საკუთარი საარჩევნო კამპანია.

ასეთი ქმედებები კატეგორიულად მიუღებელია და ყოველთვის შევეწინააღმდეგები მათგან განსხვავებით. კარგად მახსოვს, როდესაც მამუკა მდინარაძეს ელისაშვილი დაესხა თავს, რა განცხადებებს აკეთებდნენ და რა მოწოდებები კეთდებოდა. ძალადობა ყოველთვის მიუღებელია, როგორიც არ უნდა იყოს ის – გინდ ფსიქოლოგიური, გინდ ფიზიკური.

ყველა უნდა შევეწინაღმდეგოთ ამ ყველაფერს და არავითარ შემთხვევაში, არ უნდა წახალისდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერი არ გამორიცხავს, რომ ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტი შიდაპარტიული დაპირისპირებითაა გამოწვეული.

არ გამოვრიცხავ, რომ ეს ფაქტი შიდაპარტიული დაპირისპირებაა. თუ ვნახავთ ამ ადამიანის ოჯახის წევრების პარტიულობას, სად მუშაობენ და რას წარმოადგენენ, ყველაფერი ცხადია.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ტიპის სპეკულაციები, რომ „ქართული ოცნების“ დაორგანიზებულია ეს ფაქტი, კატეგორიულად მიუღებელია. დღეს ყველაზე მეტად ვისაც უნდა ქვეყანაში სიმშვიდის შებარჩუნება, მშვიდობის პოლიტიკის გატარება, ერთადერთი პოლიტიკური ძალა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოა“. სხვა ყველა ერთად აღებული – კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, მომხრე იყო იმისა, რომ ქვეყანა სანქციებს შეერთებოდა; მეორე ფრონტი გაჩენილიყო და ა.შ. მათ ქვეყანა არ აინტერესებთ, საქართველოს ხვალინდელი დღე არ აინტერესებთ. ისინი იმართებიან გარედან და რასაც ეტყვიან, დაავალებენ, იმის გამკეთებელი არიან. ქვეყნის, სამშობლოს საწინააღდეგო რომ იყოს, იმაზეც წამსვლელი არიან“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, მმართველ გუნდს აქვს სურვილი, ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს, მეორე მხარეს კი დგანან ისეთი პოლიტიკური პარტიები, რომელთა წარმომადგენლებიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან.

როგორ შეიძლება გერქვას პოლიტიკოსი, წარმოადგენდე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას და დარბოდე, მაგალითად, ბრიუსელში იმისთვის, რომ ქვეყანამ ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას არ მოაწეროს ხელი ან კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. ეს ტყუილი ხომ არ არის? ეს კონკრეტულ ფაქტებზეა დაფუძნებული. კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდათ სურვილი, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი შეჩერებულიყო, ქვეყანა დაესანქცირებინათ და ა.შ. ყველაფერი სახეზეა.

საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ერთ მხარეს არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, რომელსაც აქვს სურვილი, ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს, სიმშვიდე იყოს და მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. მეორე მხარეს კი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც იმართება გარედან და ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს. ისინი არიან ჩვეულებრივი მოღალატეები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ემზადება პარტიის ყრილობისთვის, რომელმაც უნდა აირჩიოს პარტიის მმართველობის ახალი ორგანო და...

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარტიის ყრილობისთვის ემზადება და კონკრეტული თხოვნით...

“თრიალეთი” სახალხო დამცველს მოუწოდებს, უმოკლეს ვადაში დაასრულოს საქმის შესწავლა, წერილობით აცნობოს მიღებული გადაწყვეტილება და...

ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთი” წარდგენილ განცხადებაზე საქართველოს სახალხო დამცველისგან პასუხს...

“მამაჩემის 7-წლიანი პატიმრობა არის პოლიტიკური განაჩენი. ადამიანის თავისუფლების შეზღუდვით თამაშის უფლება არავის აქვს” –...

“სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის შვილი, ნინი მანჯგალაძე...

“რეჟიმებისთვის ძალაუფლების წყარო არის არა ხალხი, არამედ გაუნათლებელი, საღ აზრსა და კრიტიკულ აზროვნებას მოკლებული...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე მძიმე შეფასებებს აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

“მე გამოვალ ამ ციხიდან, როგორც გამოვიდა ნელსონ მანდელა და პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...

“ახლა მე მხოლოდ ერთი რამ დამრჩენია, მოგიწოდოთ მედგარი წინააღმდეგობისკენ ამ საოკუპაციო რეჟიმის მოსაშორებლად, ამ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ცალკეული ფაქტების გახსენებით, კონკრეტული...

“სასაცილოა და ღმერთო რა ბედნიერებაა, რომ მათი “ინტელექტუალური” ბჟუტური და ამით საკუთარი არარაობის კიდევ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო...