spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მიხეილ სააკაშვილი არის გამარჯვების ფორმულა ქართველ ხალხთან ერთად...

“მიხეილ სააკაშვილი არის გამარჯვების ფორმულა ქართველ ხალხთან ერთად ამ ანტიქართული რეჟიმი წინააღმდეგ ბრძოლაში” – ირაკლი ფავლენიშვილი

მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხთან ერთად აუცილებლად იზეიმებს რუსული რეჟიმის დამარცხებას“, – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა:

ივანიშვილის სანქცირებულმა სასამართლო კლანმა პატიმრობა შეუფარდა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტი საკუთარ სამშობლოს ტერიტორიაზე შემოვიდა.

მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ეს ქვეყანა შეუმდგარი სახელმწიფოდან აქცია ევროპულ სახელმწიფოდ, რომელიც იყო მისაბაძი თავისი განვითარების ტემპებით. არის ადამიანი, რომელზეც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი ევროპის მასშტაბით არის ლიდერი თავისუფლების ბრძოლის დიდი ტალღის, რომელიც აუცილებლად დასრულდება პუტინის და მისი სატელიტების დამარცხებით.

მისი ციხეში გამოკეტვის მიზეზი, მისი შეწყალების პრევენციის მიზეზი არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის გამარჯვების ფორმულა ქართველ ხალხთან ერთად ამ ანტიქართული რეჟიმი წინააღმდეგ ბრძოლაში.

მე ვპირდები ივანიშვილს და მის ბანდას, მიუხედავად იმისა, რომ თანასწორად და სამართლიანად ვერ აღიქმება გარემო, როდესაც მთავარი ოპოზიციონერი გაუგონარი ბრალდებებით არის ციხეში, მიუხედავად ამისა, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ქართველ ხალხთან ერთად აუცილებლად გაიმარჯვებს და მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხთან ერთად იზეიმებს ოქტომბრის მიწურულს ქართველი ხალხის გამარჯვებას, ანტიქართული რეჟიმის დამარცხებას და დაიწყება აღმშენებლობის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ინფორმაციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დავუბარე, რომ ეს მსუბუქად რომ ვთქვა – სირცხვილია და ალბათ მათთვის უფრო მძიმედ –...

თბილისში დაფიქსირებულ ერთ კონკრეტულ ფაქტს უკმაყოფილო შეფასებებით ეხმაურება ქართველი...

“მე პირადად და ჩემი თანაგუნდელები, ვგმობთ ძალადობას, ვემიჯნებით და კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის” – კახა...

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების...

“ეს არის რეჟიმის მიერ გაფორმებული პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელსაც სამართალთან საერთო არაფერი აქვს” – “ოპოზიციის...

4 ოქტომბრის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, პოლიტიკური განცხადებით...

“შიო მესამე უკვე დაღმავალ გზაზე შემდგარ ეკლესიას ჩაუდგა სათავეში” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...

“რამდენიმე ასეული ადამიანია ნაცემი, ნაწამები და მოწამლული. 5 კაცი აკეთებდა ამ ყველაფერს?” – გია...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით - ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...