შაბათი, აგვისტო 2, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიბრძოლა საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსის დასაბრუნებლად - საპროტესტო აქცია...

ბრძოლა საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსის დასაბრუნებლად – საპროტესტო აქცია ქუთაისში

ქუთაისში პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტებმა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, არასამთავრობო სექტორმა და ჟურნალისტებმა პარლამენტის შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების თქმით, პარლამენტის შენობის გაყიდვა ქუთაისისთვის საბოლოო განაჩენის ტოლფასია. „დატოვე პარლამენტი ქუთაისში“ -ს აქტივისტების განცხადებით, ისინი მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიებს დაუჭერენ მხარს, რომლებსაც საარჩევნო პროგრამაში პარლამენტის ქუთაისში გადმოტანის პუნქტი ექნებათ ჩადებული.

ვთვლით, რომ ეს გადაწყვეტილება დიდი შეცდომაა. ხელისუფლებამ ქუთაისი უკვე რამდენჯერმე მოატყუა. სამოქალაქო აქტივისტები აქტიურად გავაგრძელებთ ბრძოლას, იმისათვის რომ ქუთაისმა საპარლამენტო ქალაქის სტატუსი აღიდგინოს და ქართულ სახელმწიფოში მისი შესაფერისი ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს. ახლოვდება საარჩევნო კამპანია და ჩვენ მხარს დავუჭერთ მხოლოდ იმ პარტიებს, ვის საარჩევნო პროგრამაშიც პრიორიტეტი პარლამენტის უკან დაბრუნება იქნება,“ – განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა ხვიჩა ვაშაყმაძემ.

მკვეთრი განცხადებები გააკეთეს ასევე გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ქუთაისის ოფისის წარმომადგენლებმა. მათი თქმით, ხელისუფლებამ ქუთაისს პარლამენტის გადატანით სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტი წაართვა. ხელისუფლებამ ქუთაისელებს ბევრი ფსევდოდაპირება მისცა და ქალაქის განვითარების შანსი წაართვა.

ეს გადაწყვეტილება გამოხატავს „ქართული ოცნების“ უუნარობასა და უპასუხისმგებლობას. ჩემთვის უბრალოდ, გაუგებარია რატომ არის ბიძინა ივანიშვილისათვის ქუთაისი განსაკუთრებულ მტერთა ნუსხაში შეყვანილი ქალაქების რიცხვში. ალეგორიული შედარება, რომ გავაკეთო მისი ეს დამოკიდებულება „მაოხრებელი მკვდრის“ საქციელს ჰგავს. „ქართულ ოცნებას“ სურს ქუთაისს გადარჩენის შანსი მისი წასვლის შემდეგაც არ დაუტოვოს,“ – განცხადა გიორგი თევდორაძემ.

პარლამენტის შენობის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია მედიის წარმომადგენლებს ქვეყნის პრემიერმა დაუდასტურა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის პარლამენტის ყოფილი შენობა უკვე დაკონსერვებულია. საკანონმდებლო ორგანოს თბილისში დაბრუნების შემდეგ ხელისუფლებამ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰაბის განთავსება დააანონსა, შემდეგ კი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა.

ავტორი
ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მოაშორეთ პროვოკატორები ქვეყანას!!! მოაშორეთ, სანამ სერიოზულ პროვოკაციაზე არ წამოგვაგეს!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“დღეს აღზევებული ძალიან ბევრისგან განსხვავებით, კალაძე დგას ივანიშვილის გვერდით 2011 წლიდან” – ნუკა...

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე თავის პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ...

“უბრალოდ ოკუპანტს დაუძახე ოკუპანტი, შალვა!” – ბაია პატარაია

სამოქალაქო აქტივისტი, ქალთა უფლებების დამცველი, კავშირ “საფარის” ხელმძღვანელი ბაია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“უეჭველად წაგებულ არჩევნებში შესვლით ერთადერთი რასაც ვინმეს გამოგლიჯავთ, მხოლოდ საკუთარ თავს იმ დარჩენილ, შერყეულ...

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეული პარტიების მხრიდან თვითმმართველობის...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...