სამტრედიაში მეუღლის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მამაკაცს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. შემდეგი სასამართლო 8 აპრილს 14:30 საათზე გაიმართება.
ბრალდებულის ადვოკატის განმარტებით მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს სრულად აღიარებს, გულწრფელად ინანიებს და სასჯელის ყველა ზომისათვის მზადაა.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ მამაკაცს მეუღლე თავზე მეტად უყვარდა და ამ ქმედებამდე ბურუსით მოცულმა გარემოებებმა მიიყვანა . ის მის მიერ ჩადენილ დანაშაულს გულწრფელად ინანიებს და მზად არის ყველა სახის სასჯელი მიიღოს,” – განაცხადა ადვოკატმა პავლე კაკაბაძემ.
მამაკაცს მეუღლის მკვლელობისათვის ბრალი სისხლის სამართლის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილით და სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის აქვს წარდგენილი.
შეგახსენებთ, დაკავებულმა რამდენიმე დღის წინ სამტრედიაში, სამოქალაქო რეესტრის შენობაში, 25 წლის ცოლს ყელი გამოჭრა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მსხვერპლი განქორწინების საქმეს არკვევდა.
ავტორი
ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი