spot_img
მთავარირეგიონის ამბებიაჭარაში სალაშქრო ფესტივალი ჩირუხის მთიდან დაიწყო

აჭარაში სალაშქრო ფესტივალი ჩირუხის მთიდან დაიწყო

აჭარაში სალაშქრო ფესტივალი „ზღვიდან მთამდე“ დაიწყო. მოლაშქრეების პირველი გაჩერება ჩირუხის ულამაზესი მთები იყო, სადაც ბანაკი გაიშალა და მოლაშქრეებისთვის პირველად დახმარების შესახებ მცირე ტრენინგი ჩატარდა. დღეს, 100-მდე მოლაშქრე შუახევის მუნიციპალიტეტიდან უკვე ხულოს მუნიციპალიტეტში ინაცვლებს, სადაც ულამაზესი იალაღების, ალპური მთებისა და ყარაგოლის ტბის გავლით სარიჩაირის იალაღებთან გადავლენ და იქვე დაბანაკდებიან. შემდეგი სამი დღის განმავლობაში მოლაშქრეები ხიხაძირის ხეობას, ხიხანის ციხეს, შუამთის ტბებსა და კურორტ გოდერძის დალაშქრავენ. ფესტივალის შემაჯამებელი ღონისძიება 27 ივლისს, ალპურ ბოტანიკურ ბაღში გაიმართება, სადაც მოლაშქრეები ფესტივალის ბოლო ღამეს გაათევენ, 28 ივლისს კი ბათუმში დაბრუნდებიან.

სალაშქრო ფესტივალზე წელს, 200 მსურველი დარეგისტრირდა, თუმცა გამოცდილების გათვალისწინებით მათგან მხოლოდ 100-მა შეძლო ფესტივალში მონაწილეობა. მოლაშქრეები 45 კილომეტრიან მარშრუტს მოლაშქრე გიდებისა და ინსტრუქტორების დახმარებით 4 დღეში დაფარავენ. ფესტივალს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციისა და აჭარაში ლაშქრობის სტიმულირების მიზნით ატარებს. ფესტივალის მონაწილეებმა წინასწარი რეგისტრაცია ფესტივალის გვერდზე https://infoajara.com/ka/hiking-festival გაიარეს. სალაშქრო ფესტივალი აჭარაში პირველად ტარდება და მასში მონაწილეობა უფასოა.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთში „ITB China 2026“-ს ტურისტულ გამოფენაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...