spot_img
მთავარიინტერვიუ"კარგი იქნება, რომ პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავდეს უკვე...

“კარგი იქნება, რომ პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავდეს უკვე აშშ-ს” – ნიკა ჩიტაძე

საერთაშორისო სწავლების კვლევითი ცენტრის დირექტორი, ექსპერტი საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხებში, პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე სააგენტო ,,პარალელთან“ ინტერვიუში საუბრობს აშშ-ში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით:

,,მინდა გითხრათ, რომ დემოკრატების შანსები გაიზარდა – ის ფაქტი, რომ კამალა ჰარისი იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი, ზრდის დემოკრატების შანსებს. დონორმა ორგანიზაციებმა, რომლებიც დემოკრატებს აფინანსებდნენ, დებატების შემდეგ, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბაიდენსა და ტრამპს შორის, მათ განაცხადეს, რომ ისინი არ გამოყოფდნენ თანხებს წინასაარჩევნო კამპანიისთვის.

შემდგომში, როცა კამალა ჰარისის კანდიდატურა იქნა წარდგენილი, როცა ბაიდენმა მოხსნა თავისი, უკვე ვიცით, რომ პირველ დღეს დონორების მიერ 55 მლნ დოლარი იქნა მობილიზებული, მეორე დღეს 80 მლნ დოლარზე მეტი. აღნიშნული უფრო ხელს უწყობს დემოკრატების კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიის შედარებთ უფრო წარმატებით ჩატარებას.

საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ დემოკრატების და რესპუბლიკელების კანდიდატებს თანაბარი შანსები აქვთ. როდესაც 2016 წელს გაიმარჯვა ტრამპმა, მაშინ ჰილარი კლინტონმა მოაგროვა მილიონით მეტი ხმა, თუმცა ვიცით, რომ საბოლოო სიტყვა ეძლევა დელეგატთა საბჭოს, რომელიც შედგება 537 წევრისგან. მათმა უმრავლესობამ უპირატესობა ტრამპს მიანიჭა და არა ჰილარი კლინტონს.

ფაქტია, რომ ტრამპი თამაშობს იმ ამომრჩეველზე, რომელიც უფრო მეტად ამერიკის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებით არის დაინტერესებული, შიდა პოლიტიკით, ვიდრე საგარეო პოლიტიკით. ტრამპი საუბრობს, რომ ომს უკრაინაში შეწყვიტავს. რატომ? იმიტომ, რომ ბევრი ამერიკელი უკმაყოფილოა და ფიქრობენ, რომ ეს თანხები ხმარდება უკრაინას და აკლდება რიგით ამერიკელს.

სხვა და სხვა სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, ამერიკაში მოსახლეობის 70%-ზე მეტი მხარს უჭერს იმ ფაქტს, რომ აშშ-მა საერთაშორისო უსაფრთხოებაზე თავისი პასუხისმგებლობა გადაუნაწილოს სხვა ქვეყნებს.

რაც შეეხება დემოკრატების კანდიდატს – დემოკრატები ახლა უფრო მეტად აქცევენ ყურადღებას საგარეო პოლიტიკას და უფრო ცდილობენ მოსახლეობას აუხსნან, რატომ არის მნიშვნელოვანი, ვთქვათ – უკრაინის მხარდაჭერა. კამალა ჰარისმა შექმნა პირველი პრეცედენტი, როდესაც ქალი გახდა ამერიკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი. კარგი იქნება, რომ პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავდეს უკვე აშშ-ს. ყველაფერი გადაწყდება მიმდინარე წლის 5 ნოემბერს”, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება...

“ინვესტიციები VS ანაბარი: სად სჯობს დანაზოგის დაბანდება – ტრადიციულ საბანკო ანაბარში, თუ ამერიკული კომპანიების...

მას შემდეგ, რაც საქართველოში ინვესტიციები და კრიპტოაქტივები დაინერგა, სულ...

“მე მახსოვს პოლიცია, რომელიც მოსახლეობის იმედი იყო” – ეკა გიგაური

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ქართულ პოლიციასთან...

“რა დრო დაუდგა ამ საცოდავს. რუსეთის ჯაშუშების დაჭერა უწევს” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის პოზიცია სუს-ის მიერ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...