კვირა, აგვისტო 3, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებივაცალოთ თვითონვე შეიქმნას აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ რისი...

ვაცალოთ თვითონვე შეიქმნას აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ რისი თავი აქვს მას და მის პოლიტიკურ ძალას და შემდეგ ვილაპარაკოთ ვინ ვის დაამხობს – თეა წულუკიანი

ივანე მერაბიშვილის საპატიმროდან გამოსვლას და მის პირველ საჯარო განცხადებებს იუსტიციის მინისტრი ეხმიანება. თეა წულუკიანს მიაჩნია, რომ მას შემდეგ, რაც მერაბიშვილი გაერკვევა სიტუაციაში, დაინახავს რომ ნაციონალური მოძრაობა სულაც აღარ არის ერთიანი – ეს არის დაქსაქსული ძალა და მას გაუჭირდება პოლიტიკურ პროცესებში ეფექტურად ჩართვა:

როდესაც პატიმარი რამდენიმე წუთის გამოსულია საპატიმროდან, რა თქმა უნდა, მას აქვს რეალობის დეფორმირებული განცდა, ამიტომ მე არა მგონია მის განცხადებაზე რაიმე სერიოზული კომენტარი უნდა გავაკეთო.

ბატონ ვანო მერაბიშვილს მოუწევს დროსთან ერთად იმის შეფასება, თუ რა დატოვა და რა დახვდა. მაგალითად, ნახავს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” სულაც აღარ არის ერთიანი – ეს არის დაქსაქსული ძალა და შემდეგ ამ დაქსაქსული ელემენტების დეგრადირების ხარისხის შეფასება მოუწევს. მოუწევს გაიაზროს, რომ ის, რეალურად, ქცეულია მისი ყოფილი პოლიტიკური ძალის დანაყოფებისთვის პოლიტიკურ და პიარულ ცხელ კარტოფილად, რომელიც არავის, ალბათ, არ უნდა და დაიწყებენ მისით პინგ-პონგის თამაშს, იმიტომ რომ ის, რეალურად, არის პრობლემა, როგორც თავად ეს ტერმინი გამოიყენა ერთერთ ვიდეოში, – არის “მეტრუპე”. შესაბამისად, არ შეიძლება, რომ “მეტრუპე” ვინმეს უნდოდეს თავისთან. თუმცა, მოჩვენებითად, ალბათ ეტყვიან, რომ გვიხარია შენი ჩვენთან ყოფნა.

ამიტომ, მას ძალიან ბევრი სამუშაო აქვს. ვაცალოთ, ეს სამუშაო ჩაატაროს, შეაფასოს, თვითონვე შეიქმნას აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ რისი თავი აქვს მას და მის პოლიტიკურ ძალას და შემდეგ ვილაპარაკოთ, ვინ ვის დაამხობს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მხოლოდ სრული სიმართლის პირობებში გავიმარჯვებთ და ჩვენ ვართ ცამდე მართალი!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება მის წინააღმდეგ გამოთქმულ...

“ღარიბაშვილის გარემოცვა ციხეში წავიდა!” – ელისო კილაძე

კორუფციის ბრალდებით გახმაურებული დაჭერების ფაქტებს ეხმაურება "ქრონიკა +"-ის მთავარი...

“რეჟიმი კრიზისშია, ყალბი კვლევები ვეღარ გადაარჩენს! მთავარია, ახლა ჩვენ გავიაზროთ ერთიანობის ძალა და მნიშვნელობა”...

"გორბის" მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევას პოლიტიკური შეფასებებით ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...