spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერება"პრობლემა, რომელიც აწუხებთ ჩვენს სტუდენტებს და არავინ საუბრობს,...

“პრობლემა, რომელიც აწუხებთ ჩვენს სტუდენტებს და არავინ საუბრობს, არის სტუდენტების მძიმე მატერიალური მდგომარეობა, პირდაპირ ვთქვათ, სიღარიბე” – გია ჯაფარიძე

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გია ჯაფარიძე ვიდეო მიმართვაში საუბრობს ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემაზე, რომელიც განსაკუთრებით თავს იჩენს სტუდენტების ცხოვრებაში:

,,მე ძალიან დიდ დროს ვატარებ სტუდენტებთან და სტუდენტების გარემოცვაში. ერთი პრობლემა, რომელიც აწუხებთ ჩვენს სტუდენტებს და არავინ საუბრობს, არის სტუდენტების მძიმე მატერიალური მდგომარეობა. პირდაპირ ვთქვათ, სიღარიბე. ეს სიღარიბე იწვევს შემდეგ რამდენიმე ნეგატიურ შედეგს.

პირველი – სტუდენტებს უწევთ სწავლის პარალელურად მუშაობა. ეს სამუშაო ძირითადად არის ხოლმე ღამის საათებში. სტუდენტებს, ფაქტობრივად, არ სძინავთ, ლექციებზე მოდიან დაღლილები, უძინარი და შემდეგ ათვისების უნარიც აღარ არის ისეთი, როგორიც გამოძინებულ და დასვენებულ ადამიანს აქვს. ეს აისახება კიდევ მათ მოსწრებაზე, შედეგებზე – შუალედურ თუ ფინალურ გამოცდებზე. სტუდენტებს არ რჩებათ იმის დრო, რომ იკითხონ წიგნები, იმეცადინონ, ისწავლონ და მოემზადონ გამოცდებისთვის. ეს არის მერე ერთ-ერთი მიზეზი მათი დაბალი წარმატების.

მეორე უარყოფითი შედეგი, რაც მატერიალურ გაჭირვებას მოჰყვება არის ის, რომ სტუდენტებს ხშირად უწევთ, როგორ ვთქვათ, შიმშილი. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ან მათ არ აქვთ იმის საშუალება, რომ იკვებონ ისე, როგორც მათ ასაკში ადამიანები უნდა იკვებებოდნენ და თუ ვთქვათ, იკვებებიან – იკვებებიან ისეთი საკვებით, რომელიც არის დაბალი ნუტრაციის და არ შეიცავს პროტეინებს და ა.შ. ეს საკვები არის აუცილებელი, ასე ვთქვათ, ტვინის მკვებავია. ჩვენი სტუდენტები ასეთ საკვებს ვერ იღებენ. ან საერთოდ ვერ იღებენ საკვებს, ან ასეთ საკვებს ვერ იღებენ.

მე მინახავს შემთხვევები, როდესაც გრამები დაუთვლიათ წიწიბურაში, როცა ვთქვათ 20 თეთრი არ ჰყოფნიდა საკვებზე, ეს 20 თეთრის წიწიბურა დაუბრუნებიათ უკან.

ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. მე მგონია, რომ ეს არის, ალბათ, ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ქვეყანაში, რომელიც საჭიროებს სასწრაფოდ რეაგირებას და პასუხს“, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“როგორც კი დაიწყო პრემიერად წოდებული ივანიშვილის წარმომადგენლის გამოსვლა ღონისძიება დავტოვე” – შალვა ნათელაშვილი

აშშ-ს საელჩოში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაბაზე სტუმრად...

“ნაციონალურ მოძრაობას” პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ – კარგად ვიცით, რომ ყველაფერს წყვეტს ერთი ადამიანი”...

„ნაციონალურ მოძრაობას“ რა მდგომარეობა ექნება შიგნით, ვინ რა განცხადებას...

“ერთ-ერთი მთავარი, თუ არა მთავარი მიღწევა “ნაცმოძრაობის” არის, ბოლო წლებში უმაგრესი ახალგაზრდობის მოზიდვა” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი სახეების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...