“ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის” ხელმძღვანელი, ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა საინფორმაციო ომის მძიმე გავლენაზე საუბრობს:
“ინფორმაციული ომი, რომლის პირობებშიც თანამედროვე კაცობრიობა ცხოვრობს, ომის ყველაზე მძიმე სახეობაა. მოწინააღმდეგის მენტალური განადგურება ფიზიკურ განადგურებაზე ბევრად უფრო დიდი სისასტიკეა. ამიტომ, ტყუილად ჰგონიათ საინფორმაციო ომის მონაწილეებს, რომ ისინი სახიფათოს არაფერს ჩადიან.
“ქართული ოცნება” თავისი ტროლ-ბოტთა არმიით საკმაოდ დაუნდობელ და ბინძურ ბრძოლას აწარმოებს ოპონენტების წინააღმდეგ. მე მაინც ვფიქრობ, რომ მათთან ბრძოლაში მთავარი იარაღი მორალური და ინტელექტუალური უპირატესობა უნდა იყოს. ეს არის გამარჯვების ერთადერთი პირობა.
ამიტომ არ არის კარგი იდეა გუშინ დიმა ობოლაძესთან დაკავშირებით გამოყენებული ფეიკი. ქოცების მეთოდებით ქოცებთან დაპირისპირება სიკეთეს და გამარჯვებას ვერ მოგვიტანს“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლელა ჯეჯელავა.