შაბათი, ივნისი 28, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბებიფუნქციადაკარგული მიწისქვეშა გადასასვლელები ქუთაისში

ფუნქციადაკარგული მიწისქვეშა გადასასვლელები ქუთაისში

ქუთაისში მიწისქვეშა გადასასვლელებით სარგებლობა იქ არსებული მძიმე სანიტარული პირობების გამო შეუძლებელია. განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაშია მინისტარის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 3 გადასავლელი, სადაც ცუდი სუნის გამო მოქალაქეები მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობაზე უარს ამბობენ და სიცოცხლის რისკის ფასად ქუჩის გადატვირთულ ნაწილზე მოძრაობენ.

წლებია უკვე, რაც მოქალაქეები ნაგავსაყრელად და ღია საპირფარეშოებად ქცეული გადასასვლელების მოწესრიგებას ითხოვენ. მათი თქმით, სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს ნიკეასა და ჭავჭავაძის ქუჩის კვეთასთან არსებული მიწისქვეშა გადასასვლელები, რადგან ამ გზაჯავარედინზე სულ გადატვირთული მოძრაობაა, რის გამოც ხშირია საგზაო შემთხვევების ფაქტები.

ზაფხულში სუნი დგას, ვერ გაივლი ახლომახლოს. ამას თავი დავანებოთ, აქ დატვირთული გზაჯვარედინია და მოძრაობის დარეგულირება მარტო ზებრა გადასასვლელებით ვერ ხერხდება, ამიტომ სულ ავარიები ხდება ან საცობი იქმნება,“ – ამბობს ქუთაისში მცხოვრები კონსტანტინე გაბუნია.

ქუთაისის მერიაში კი აცხადებენ, რომ ისინი პრობლემის მოგვარებაზე 2017 წლიდან ზრუნავენ. როგორც „არქიტექტურის,ძეგლთა დაცვისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურში” ამბობენ, ამ დროისათვის არსებობს პიროვნება, ვისაც უნდა აღნიშნული გადასასვლელების იჯარით აღება. რუსუდან ჩინჩალაძის თქმით, ჯერ შესაბამისი კონცეფცია მუშავდება, რომლის მოწონების შემთხვევაშიც იჯარის ხელშეკრულება გაფორმდება.

დიახ, ამ დროისთვის არსებობს დაინტერესებული პიროვნება, რომლის არქიტექტორი ჩვენს სააგენტოსთან და საგზაო დეპარტამენტთან ერთად ჩართულია კონცეფციის შემუშავებაში, რომლის მოწონების შემდეგაც მინისტარის ტერიტორიაზე არსებული სამი მიწისქვეშა გადასავლელის იჯარით გადაცემა მოხდება. ამ გზის მნიშვნელობიდან გამომდინარე ყველა ნიუანსის გათვლა წინასწარ უნდა მოხდეს, ამიტომ კონკრეტული თარიღების დასახელება გამიჭირდება,“ – აცხადებს ქუთაისის მერიის არქიტექტურის, ძეგლთა დაცვისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის ხელმძღვანელი რუსუდან ჩინჩალაძე.

მიწისქვეშა გადასასვლელების იჯარით გაცემას დადებითად აფასებს ოპოზიცია. გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას” ქუთაისის ოფისის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ მერიის შესაბამისი სამსახურები თავის მოვალეობას ვერ ასრულებენ და გადასასვლელებში სიბინძურე და ანტისანიტარიაა.

მერიის დასუფთავების სამსახურის მოვალეობაა პერიოდულად გაწმინდოს გადასასვლელები და ამისთვის მოსახლეობის განგაშს არ უნდა დაელოდოს.

რაც შეეხება მინისტარის ტერიტორიაზე არსებული გადასასვლელების იჯარით გადაცემის საკითხს, ეს არ არის ცუდი გადაწყვეტილება, მაგრამ გააჩნია რა ვალდებულებებს დააკისრებენ მოიჯარეს. მთავარია ხელშეკრულება ქალაქის ინტერესების გათვალისწინებით განისაზღვროს,“ – აღნიშნა გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთბაშია“-ს წევრმა, ანდრო მაღლაკელიძემ.

ამ დროისათვის ქუთაისში სულ ხუთი მიწისქვეშა გადასავლელია: ნიკეასა და ჭავჭავაძის ქუჩის კვეთასთან, მინისტარის ქარხნის ტერიტორიაზე, ახალგაზრდობის გამზირზე ტექნიკური უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს და რუსთაველის გამზირზე. მათგან მხოლოდ ერთი, რუსთაველის გამზირზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი ფუნქციონირებს, სადაც ბაზრობაა განთავსებული.

ავტორი
ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გამომყევი აჭარაში” კამპანიაში ჩასართველად რეგისტრაცია მიმდინარეობს

შიდა ტურიზმის სტიმულირების სარეკლამო კამპანია „გამომყევი აჭარაში“ ჩასართველად რეგისტრაცია...

უზბეკი ტუროპერატორები აჭარას სტუმრობენ

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს უზბეკი ტუროპერატორები ეცნობიან. ისინი რეგიონს აჭარის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...