spot_img
მთავარიდებატები"დებატებში ტრამპმა რამდენჯერმე გადაუარა პუტინსა და ჩინეთს, საქართველოზე...

“დებატებში ტრამპმა რამდენჯერმე გადაუარა პუტინსა და ჩინეთს, საქართველოზე მომჯდარი ოლიგარქის მთავარ მოკავშირეებს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ამერიკის 45-ე პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს და მასთან მიმართებაში პოზიტიურ მოლოდინებზე საუბრობს:

მე კარგად ვიცნობ დონალდ ტრამპს, ბევრჯერ ვარ შეხვედრილი. სანამ პრეზიდენტად იყრიდა კენჭს, ნიუ-იორკში, ბროდვეიზე აპირებდა “ტრამპის საღამოების” დადგმას. საღამოების პროგრამა მთლიანად ქართველი შემსრულებლების მონაწილეობას დაეფუძნებოდა.

საქართველოში ჩამოსვლისას სუხიშვილების ვიდეოსა და სოფო ნიჟარაძის ცოცხალ შესრულებაზე გაგიჟდა. სოფოს სპეციალურად ჩააწერინა სიმღერები რამდენიმე ამერიკული მიუზიკლიდან.

ნიუ-იორკში დამპატიჟა იმ თეატრში, სადაც ქართული საღამოები უნდა ჩატარებულიყო. შემდეგ კი მოხდა ისე, რომ მთლიანად ჩაერთო საპრეზიდენტო კამპანიაში და ამიტომ მუსიკალური გეგმები გაუქმდა.

თუმცა, 2016 წლის საპრეზიდენტო ინაუგურაციის წინ, მისი მდივნის, მონას თხოვნით, სოფომ ჩაწერა სიმღერა “don’t cry for me argentina” მიუზიკლიდან “ევიტა” და როგორც მონამ მითხრა ტელეფონით, ტრამპმა სოფოს შესრულება რამდენჯერმე მოისმინა და ძალიან მოიწონა.

რატომ ვყვები ამ ყველაფერს?

ჩატარდა საპრეზიდენტო დებატები, სადაც ტრამპმა რამდენჯერმე გადაუარა პუტინსა და ჩინეთს, საქართველოზე მომჯდარი ოლიგარქის მთავარ მოკავშირეებს. ამიტომ, ამ მხრივ, ძალიან მშვიდად ვარ, მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგით დამთავრდება არჩევნები“, – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს აღარ იქნება ის კავშირი, რომლის წევრობაზეც საქართველომ ოთხი წლის წინ განაცხადი შეიტანა და...

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადება ევროკავშირთან დაკავშირებით: "გუშინ, გაფართოების საკითხებში...

“პოლიტიკური კომპონენტისგან დიდი ხანია დაიცალა ეს რეჟიმი და დარჩა მხოლოდ ბანდა. ამიტომ ისე დაასრულებს,...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მწვავე შეფასებებს აკეთებს...

“აი, ამ ოფშორული და ავტორიტარული რეჟიმების გვერდით აღმოვჩნდით კიდევ ერთხელ” – რომან გოცირიძე

ევროკავშირის მიერ დაანონსებულ სანქციებს ეხმაურება პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“წვრილფეხა ქოცებო, რა ტყულად ეტენეთ მდინარაძეს. მგონი წულუკიანს გინიშნავთ პრემიერად ბიძინათქვენი” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ირონიულ მინიშნებებს აკეთებს...

“ბატონო ბიძინა, მე თქვენს ადგილზე იმათ კი არ დავიჭერდი, ვისაც არ მოსწონხართ…” – ლელა...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ რჩევებს აძლევს "ქართული ოცნების" საპატიო...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“სისტემა ძალადობრივია მანამ, სანამ ის ძალადობას, როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტს მიმართავს” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მედიაში გასულ რეპორტაჟს...