spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგურამ მაჭარაშვილი: როგორც ჩანს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს რადიკალური...

გურამ მაჭარაშვილი: როგორც ჩანს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს რადიკალური ოპოზიციის დროშა იქნება ფერადი, ჩვენი დროშა კი – ეროვნული

როგორც ჩანს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს რადიკალური ოპოზიციის დროშა იქნება ფერადი, ჩვენი დროშა იქნება – ეროვნული. ლგბტ პროპაგანდა რომ მსოფლიო გამოწვევაა, ამაზე რომის პაპიც ალაპარაკდა, დიდი ბრიტანეთის პრემიერმაც გამიჯნა ქალი და კაცი, და რაც მთავარია, ევროპული საზოგადოების დიდმა უმრავლესობამ ევროპარლამენტის არჩევნებში უარი უთხრა ლგბტ პროპაგანდას და ხმა მისცა ეროვნულ ღირებულებებს“, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, მიუხედავად ამისა, რადიკალური ოპოზიცია ამ გამოწვევას გამოგონილს და მითს უწოდებს.

ჯერ ერთი, უნდა ჩამოყალიბდეთ ბატონებო, ლგბტ პროპაგანდა რატომ არის თქვენთვის მითი და თქვენი პატრონებისთვის რეალობა? ბატონი დევიდ კრამერი ამბობს -კანონი, რომელიც ეხება არასამთავრობოებს და ინიცირებული კანონპროექტი LGBTQ თემის შესახებ – ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება მოსკოვის მხარეზე გადავიდა. ბატონი მიხაილ როთი ამბობს – რუსული სტილის ზეწოლა ლგბტ-ზე კიდევ ერთი წითელი დროშაა საქართველოს ევროკავშირის ამბიციებისთვის. ეს ის როთია, ქართველი ახალგაზრდების მომავალი ქართულ სახელმწიფოში და ქართულ ეკლესიაში კი არა, ლგბტ პროპაგანდაში რომ დაინახა.

შეკითხვა ოპოზიციას – თუ ეს საკითხი მითია და ეს კანონი ხომ ვერაფერს დაარეგულირებს, მაშინ რატომ შფოთავენ ასე უცხოელი აქტორები? ყველას კარგად მოეხსენება, რომ ევროკავშირის უმრავლეს ქვეყნებში ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონებულია ადგილობრივი საზოგადოების პროტესტის მიუხედავად. საბავშვო ბაღებში ბავშვებს სქესის შეცვლაზე ესაუბრებიან და მშობლებს ამ პროცესში ჩართვას უკრძალავენ. გამოდის, რომ რეალური ყოფილა ლგბტ პროპაგანდა.

გამჭვირვალობის კანონი და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონი გააიგივეს და რუსული უწოდეს უცხოელმა აქტორებმა, ზურაბიშვილმა და ოპოზიციამ. მათი აზრით, ქალის და კაცის ქორწინება რუსულია და ერთსქესიანთა ქორწინება – ევროპული. გამჭვირვალობა რუსულია და შავი ფულის ხარჯვა – ევროპული . მშვიდობის შენარჩუნება რუსულია და ომის დაწყება – ევროპული.

ეს რომ ასე არ არის, ათეულობით ევროპელმა დაადასტურა არჩევნებში და ყველა წამყვანი ევროპული ქვეყნის საზოგადოების უმრავლესობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროპული ღირებულება ომი კი არა მშვიდობაა, ევროპული ღირებულება შავი ფული კი არა გამჭვირვალობაა, ევროპული ღირებულება ლგბტ პროპაგანდა კი არა ქრისტიანულ კულტურაზე დაფუძნებული ეროვნული ღირებულებებია“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, ევროპულმა საზოგადოებამ არჩევნებში და ქართულმა საზოგადოებამ პრაქტიკულად ჩატარებულ რეფერენდუმში 17 მაისს, ცივი წყალი გადაასხა ყველა იმ ძალას, აქაური რადიკალური ოპოზიციის ჩათვლით, ვინც აპირებს, რომ გააგრძელოს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება, გეი აღლუმების ჩატარება და ბავშვებში ტრანსგენდერის პროპაგანდა.

„ახლა ოპოზიციის საჯარო აღიარებაზე ვისაუბროთ, როდესაც ისინი პარლამენტში შესასვლელად ლეგიტიმაციას არა ხალხისგან, არამედ მხოლოდ უცხოეთიდან ელოდებიან. ოპოზიცია საყვედურობს მმართველ გუნდს და ამბობს, რომ ხელისუფლება ისეთ კანონებს იღებს, რომელიც ხალხისთვის მოსაწონია და ამით ცდილობს ხალხის გული მოიგოსო.

რას ვიზამთ, საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ ოპოზიციას პოლიტიკური „აი ია“ სასწავლი აქვს. ხალხი ისეთ ხელისუფლებას ირჩევს, რომელიც მისთვის სასარგებლო კანონებს მიიღებს. ხელისუფლება ისეთ კანონებს იღებს, რომელიც ხალხისთვის სასარგებლოა“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა.

ინფორმაციას საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი პარლამენტის ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბატონი პაატა ბურჭულაძე – გენიალური ადამიანი, კეთილშობილი სული, ლეგენდარული არტისტი, უდიდესი პიროვნება…” – ანიტა...

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძისთვის 7-წლიანი...

“არ გამკვირვებია, რომ ასეთი მკაფიო პრიორიტეტების მქონე ადამიანი ბიძინას გვერდზე აღმოჩნდა” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია ნოდია...

“ძალიან მარტივი ცხოვრებისეული ფორმულაა – ვისაც ყველასთან კარგად უნდა იყოს, ის საბოლოო ჯამში სრულიად...

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი შიო III-ის არჩევიდან მეორე...

“ვინც მიადგა სვანეთს ასაოხრებლად, ყველა საიქიოში არის – ისტორიულად ასეა!!!✌️” – თაკო ჩარკვიანი

სვანეთში ჰესების მშენებლობის საკითხის წამოწევას მწვავე ემოციური შეფასებებით ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რომ არა უწყვეტი პროტესტი, ხალხის თავდადება და დაუღალავი ბრძოლა, დაიჭერდა თუ არა ივანიშვილი ამ...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით – ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“რელიგიურ ლიდერთა შორის, ალბათ, ყველაზე წარმოსადეგი იქნება” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას შეფასება კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მიმართ: "შემოსვა ძალიან...

“ღია და დაუნდობელი ბრძოლა მიდის, პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“რამდენიმე ასეული ადამიანია ნაცემი, ნაწამები და მოწამლული. 5 კაცი აკეთებდა ამ ყველაფერს?” – გია...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით - ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...