შაბათი, აგვისტო 2, 2025
33.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბებიხონში ხანძარმა ჩაის მეურნეობის საშუალო სკოლა გაანადგურა

ხონში ხანძარმა ჩაის მეურნეობის საშუალო სკოლა გაანადგურა

ხონში, ჩაის მეურნეობის საშუალო სკოლაში გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. საშუალო სკოლაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ჯამში 500 კვადრატული მეტრის ფართობი დაიწვა. ორსართულიანი შენობა, სადაც საჯარო სკოლა, ბაღი და სოფლის ამბულატორია იყო განთავსებული სრულად განადგურდა. ხანძარი იმ დროს გაჩნდა, როდესაც სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შენობიდან სკოლის 50-მდე მოსწავლე, ბაღის 6-მდე აღსაზრდელი და პედაგოგები გაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე შვიდი სამაშველო-სახანძრო ეკიპაჟი და 35 მეხანძრე მაშველი იყო მობილიზებული. ჯერჯერობით ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზი უცნობია.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

ავტორი
ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ახლოსაც ვერ გაეკარები ხელისუფლებას – მე გაძლევ ამის პირობას‼️” – ელისო კილაძე ეკა ბესელიაზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე პოზიციას აფიქსირებს...