spot_img
მთავარიგართობა და დასვენებათბილისის მერია ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაციას აცხადებს -...

თბილისის მერია ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაციას აცხადებს – კახა კალაძის განმარტებები

თბილისის მერიის ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, პროგრამებზე რეგისტრაცია ეტაპობრივად ვებგვერდზე: www. youthtbilisi.ge განხორციელდება.

თბილისის მერია, ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, ყოველწლიურად ახორციელებს მასშტაბურ საზაფხულო ღონისძიებებს ახალგაზრდებისთვის. წელსაც ტრადიციულად განხორციელდება ახალგაზრდული საზაფხულო პროგრამები, რომელიც ითვალისწინებს თბილისში მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობების შეთავაზებას. პროგრამებზე რეგისტრაცია განხორციელდება ეტაპობრივად ვებგვერდზე – www. youthtbilisi.ge. პროგრამის ფარგლებში, გაიმართება შეჯიბრებები ჩოგბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ტირში, ბილიარდში, კარტინგში, აგრეთვე ლაშქრობები თბილისის გარშემო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, 2023 წელს საზაფხულო-ახალგაზრდულ პროგრამებში მონაწილეობა მიიღო 4 000-მა ახალგაზრდამ, მიმდინარე წელს კი, სავარაუდოდ, 5 000-მდე მონაწილე იქნება.

მნიშვნელოვანია, რომ წელს დაგვემატა ახალი მიმართულებებიც. მათ შორის, პროგრამირების ბანაკი, სადაც ახალგაზრდები ისწავლიან ვებგვერდების შექმნას და მართვას, ინგლისური ენის ბანაკი, კიბერ სპორტის ბანაკი, ბანაკი ხელოვნური ინტელექტის თემატიკაზე, ბანაკი სპეციალური საჭიროებების მქონე ახალგაზრდებისთვის, ახალგაზრდა ინოვატორთა ბანაკი, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ინოვაციური სამეწარმეო იდეების განვითარებას, ახალგაზრდა მოხალისეთა ბანაკი, თეატრალური და კინოხელოვნების ბანაკები, გაცვლითი ბანაკი ფრანგი და ქართველი ბავშვების ჩართულობით და ახალგაზრდა სპორტსმენების საზაფხულო პროფესიული შეკრებები. აღნიშნული პროგრამით სარგებლობა მოქალაქეებისთვის იქნება სრულებით უფასო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში მონაწილეთათვის უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება, კვება, ეკიპირება და კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურება.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“უარი ვთქვათ უსამართლობაზე და ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი ხმის დაბრუნებისთვის” – ქართველი ემიგრანტების პეტიცია

ქართველი ემიგრანტების საინიციატივო ჯგუფმა პეტიცია შექმნა, რითიც საზღვარგარეთ მცხოვრები...

ზაალ ანჯაფარიძე: “გვაქვს სიტუაცია, როდესაც “ქვას შეხვდა ქვა”

MMA-ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილის და მისი თანამოაზრეების მიერ დაანონსებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...