spot_img
მთავარიომი და კონფლიქტები"მნიშვნელოვანია მსჯელობა იმ ღონისძიებებზე, რომლებიც უნდა განხორციელდეს იმისათვის,...

“მნიშვნელოვანია მსჯელობა იმ ღონისძიებებზე, რომლებიც უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ აღდგეს უკრაინა, როგორც კი დამყარდება მშვიდობა” – ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, გერმანიაში მიმდინარე უკრაინის მხარდამჭერ ფორუმზე, ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებთან დაკავშირებით:

,,რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მსჯელობა იმ ღონისძიებებზე, რომლებიც უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ აღდგეს უკრაინა, როგორც კი დამყარდება მშვიდობა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში.

ქართველი ხალხი გამოირჩევა განსაკუთრებული სოლიდარობით უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ გვაკავშირებს განსაკუთრებული ისტორიული ურთიერთ-დამოკიდებულება.

ხელისუფლებებს შორის არის სირთულეები, ეს ყველაფერი გამოიწვია არსებითად კონკრეტულმა გადაწყვეტილებებმა, მათ შორის, მოხდა საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა, უკრაინაში საქართველოს ელჩის ფაქტიური გაძევება უკრაინიდან. მე ვიტყოდი, ეს არ იყო მართებული ნაბიჯები. თუმცა, ეს ხელს ვერ შუეშლის ჩვენს სწრაფვას იქითკენ, რომ მაქსიმალური დახმარება აღმოვუჩინოთ უკრაინელ ხალხს.

ვერავითარი პოლიტიკური გადაწყვეტილებები წინ ვერ დაუდგება ჩვენს პასუხისმგებლობას ვიზრუნოთ უკრაინელი ხალხისთვის.

კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ დღეს საქართველოს პოზიციას იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც ვითარდება რეგიონში რუსეთის სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კვარაცხელიამ იქნებ ღრუბლებს გაუტანოს გოლი და გამოიყვანოს მზე” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, სახუმარო...

“ყველამ იცოდა ამ აქციის ფასი და ვინც ქუჩაში გამოვიდა, გამოვიდა ბრძოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის, თავისუფლების...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნუგზარ წიკლაური 26 მაისს ოპოზიციის...

“თუ გაბედულად ვიმოქმედებთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ!” – მიხეილ სააკაშვილი

26 მაისის აქციას პოზიტიურ შეფასებას აძლევს და საერთო წინააღმდეგობის...

“ვისურვებდი თავისუფლება, ილუზორულობის ნაცვლად, სინამდვილედ გვექცია და მომავალში თარიღებზე მეტად რეალური თავისუფლება გვეზეიმა” –...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...