spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმა კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს "ქართული...

“ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმა კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს “ქართული ოცნების” რეჟიმის სასტიკ სახეს და მცდელობას დააშინოს ადამიანები” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე, მწვავე შეფასებებით ეხმაურება სამოქალაქო აქტივისტ, ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმას:

ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმა კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს „ქართული ოცნების“ რეჟიმის სასტიკ სახეს და მცდელობას დააშინოს ადამიანები.

ხელისუფლების მხრიდან ძალის გამოყენებას მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, არაფერი აქვს საერთო არც დემოკრატიულ სახელმწიფოსთან და ადამიანის უფლებების დაცვასთან და არც ევროპასთან.

„ქართული ოცნების“ ძალადობრივი ქმედებები საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ არის მმართველი რეჟიმის განაჩენი. ხელისუფლებამ სრულად დაკარგა ლეგიტიმურობა და საზოგადოების ნდობა.

მათი დრო ამოიწურა! სოლიდარობა ზუკას და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ხელისუფლება სასტიკად გაუსწორდა საკუთარი და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლის გამო! ეს უსამართლო და რეპრესიული რეჟიმი მალე დასრულდება ხალხის ერთიანი ძალისხმევით!

კი ევროპას! არა რუსულ რეჟიმს!” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბოთლიდან ბნელი 90-იანების უსასტიკესი ჯინის ამოშვებას თუ ცდილობთ, მეხსიერება არ გივარგათ…” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

ზაალ ანჯაფარიძე: “გვაქვს სიტუაცია, როდესაც “ქვას შეხვდა ქვა”

MMA-ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილის და მისი თანამოაზრეების მიერ დაანონსებულ...

“საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე” – სებ-ის განცხადება შესაძლო...

შესაძლო თაღლითურ მანიპულაციებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს საქართველოს ეროვნული...

“ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ სულ უფრო მეტად ცდილობს არა მხოლოდ ქმედებების, არამედ აზრის...

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მმართველი გუნდის პროპაგანდის ოთხ ძირითად საყრდენზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...