spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გამარჯვება არის ძალიან ახლოს და გარანტიას გაძლევთ, რომ...

“გამარჯვება არის ძალიან ახლოს და გარანტიას გაძლევთ, რომ სრული მხარდჭერა ექნება ჩვენს გამარჯვებას დასავლელი პარტნიორების მხრიდან” – გიორგი ვაშაძე

„გამარჯვების კოალიციის“ ერთ-ერთი ლიდერი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე კოალიციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საუბრობს ევროპული ტურნეს ფარგლებში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გამართული შეხვედრების შესახებ:

,,მოგესალმებით, უმაღლესი რანგის შეხვედრები მქონდა ბრიტანეთში, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბატონ დევიდ კამერონთან და ასევე ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან და მინდა ჩაგაბაროთ ანგარიში ამ შეხვედრებთან დაკავშირებით:

პირველი, რომ ნამდვილად უპრეცენდენტოა, როდესაც ოპოზიციის ლიდერებს ხვდება ამ რანგის წარმომადგენელი ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან და ეს მკაფიოდ მიუთითებს იმ პროდასავლური მისწრაფებების მხარდაჭერას, რომელიც არის ბრიტანეთში, ნორვეგიაში თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.

მეორე, რომ სწორედ საზოგადოების მასობრივმა პროტესტმა, იმ უპრეცედენტო რაოდენობის პროტესტმა საქართველო დააბრუნა დასავლური ქვეყნების ტოპ დღის წესრიგში და მთელი მსოფლიოს მედია ბრიტანული, ამერიკული, ევროპული მედია, ყველა საუბრობს საქართველოში მიმდინარე საკითხებზე. შესაბამისად უმაღლესი რანგის პოლიტიკოსები თვალყურს ადევნებენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და სრულ მხარდაჭერას უცხადებენ პროტესტში მონაწილე ადამიანებს, იმ ქართველ პატრიოტებს, რომლებიც იბრძვიან საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის და საქართველოს საბოლოო დერუსიფიკაციისთვის, რაც არის ჩვენი ამოცანა.

მესამე მნიშვნელოვანი საკითხი, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვისაუბრეთ სანქციების თემასთან დაკავშირებით. ბრიტანეთი ნამდვილად აპირებს მსჯელობას და მუშაობას იმაზე, რომ იმ სასანქციო პოლიტიკას, რომელიც არის აშშ-ს მხრიდან და იმ პოლიტიკას, რომელიც არის ევროკავშირის მხრიდან, ისინიც იხილავენ, რომ შეუერთდნენ ამ საკითხებს. რატომ? იმიტომ, რომ მათთვის ძალიან მკაფიოა ქართველი ხალხის არჩევანი და ეს გამოიხატა პროტესტით და აქციებით. მეორე მხრივ ძალიან მკაფიოა, რომ ,,ქართულმა ოცნებამ’’ ფაქტობრივად ,,ცივი ომი’’ გამოუცხადა დასავლელ პარტნიორებს და საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას.

შესაბამისად ახლა ჩვენთვის N1 ამოცანა არის, რომ მაქსიმალურად, ერთიანი ძალებით მოვემზადოთ 26 ოქტომბრისთვის, რომელიც არის საქართველოს უახლესი ისტორიის ალბათ ერთ-ერთი გადამწყვეტი დღე. დღე, როდესაც ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ ცივილიზაციური არჩევანი, სად დგას საქართველო – ვართ ევროკავშირის წევრი თუ ვართ ამ გაუდაბურებულ ჭაობში, საითაც მიგვათრევს ,,ქართული ოცნება’’ – ეს ღალატის და უსამშობლოთა პარტია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ნებასურვის ასრულებს.

ვართ ძლიერი ძლიერთა შორის, ვართ იმ ევროპულ ცივილიზაციებს შორის, რომელიც კონსენსუსის წესით იღებენ გადაწყვეტილებებს განვითარებასთან დაკავშირებით თუ ვართ საბჭოთა წარსულისკენ ანუ უკან მიმავალი სახელმწიფო?

მე აბსლოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ეროვნული ენერგიის კონსოლიდაციით, ისეთივე როგორიც იყო აქციების პირობებში გამარჯვება არის ძალიან ახლოს და გარანტიას გაძლევთ, რომ სრული მხარდჭერა ექნება ჩვენს გამარჯვებას ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მთლიანად ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ დამკვირვებელს გამოაგზავნიან არჩევნებზე იმისათვის, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს ,,ქართული ოცნების’’, ამ ღალატის პარტიის უკანონო ქმედებები არჩევნებთან დაკავშირებით’’, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილი არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, ვისაც რეჟიმი ჩამოემხობა, თან შეიძლება სულაც ისეთ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული შეფასება-მოსაზრებები "ქართული...

“გამიხარდებოდა თუ მაქსიმალურად ახლოს იქნებოდით ჩვეულებრივ ხალხთან და მაქსიმალურად შორს ამ ხალხის მჩაგვრელებისგან” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ახლადარჩეული პატრიარქის შიო...

“მოკლედ, გავდივართ რთულ და მძიმე პროცესს, როდესაც ყველა ქვეწარმავალი გამოძვრა… საზოგადოებაში დაგროვდა პასუხგაუცემელი კითხვები”...

სხვადასხვა პროცესების მიმოხილვას და თავისი პოზიციების დაფიქსირებას ახდენს კონკრეტული...

“მე პირადად და ჩემი თანაგუნდელები, ვგმობთ ძალადობას, ვემიჯნებით და კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის” – კახა...

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რომ არა უწყვეტი პროტესტი, ხალხის თავდადება და დაუღალავი ბრძოლა, დაიჭერდა თუ არა ივანიშვილი ამ...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით – ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“იქნებ პასუხი გაგვცენ – ვინ გამოუწერა, ამ კრემლის ყურებს, საშვები?” – შალვა ნათელაშვილი

პატრიარქის არჩევის პროცესის დროს სამების საკათედრო ტაძარში კონკრეტული პირების...

“რელიგიურ ლიდერთა შორის, ალბათ, ყველაზე წარმოსადეგი იქნება” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას შეფასება კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მიმართ: "შემოსვა ძალიან...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ღია და დაუნდობელი ბრძოლა მიდის, პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...