spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები2024 წლის აპრილსა და მაისში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით...

2024 წლის აპრილსა და მაისში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე – სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება

გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 2024 წლის აპრილსა და მაისში, ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეთა საჩივრების საფუძველზე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაწყებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების თაობაზე, სხვადასხვა უწყებიდან და ცხელი ხაზის მეშვეობით ჯამში 138 შეტყობინება შემოვიდა, რომელიც აქციის მონაწილეების უფლებების დარღვევას ეხებოდა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, შემოსულ შეტყობინებებთან დაკავშირებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას.

გამოძიების შესწავლის საგანს, ასევე, წარმოადგენს მასმედიით გავრცელებული ვიდეოკადრების მონიტორინგის შედეგად სამსახურის მიერ გამოვლენილი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან სხვადასხვა პირის მიმართ განხორციელებული ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებიც.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა თითოეულ შემოსულ შეტყობინებაზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება უზრუნველყო. გამოძიების დაწყებიდან დღემდე გამოკითხულია 137 პირი (13 ჟურნალისტი), ხოლო 78 მოქალაქეს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა (ამ დროისთის მხოლოდ 1 ექსპერტიზის დასკვნაა მოსული).

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სხვადასხვა ლოკაციაზე დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც იდენტიფიცირდა გამოძიებისათვის საინტერესო სამეთვალყურეო ვიდეოკამერები.

მომხდარი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, სამართალდამცავების მიერ გამოყენებული ძალის გადამეტების საკითხის შესწავლის, ასევე გამოძიებისთვის საინტერესო ინდივიდუალურ ეპიზოდებში სამართალდამცავების, მათ შორის სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი პირების იდენტიფიცირებისა და ამოსაცნობი ნიშნების დადგენის მიზნით, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. მათ შორის, სხვადასხვა ტელეკომპანიებიდან, ინტერნეტ სივრციდან, კერძო ობიექტებიდან და საჯარო უწყებებიდან მიმდინარეობს გამოძიებისთვის საინტერესო სამეთვალყურეო ვიდეოკამერების, სამხრე ვიდეოკამერისა და ვიდეორეგისტრატორის ჩანაწერების ამოღება. ამ დროისთვის ჯამში მხოლოდ 700 საათის ხანგრძლივობის ვიდეომასალაა ამოღებული, რომლის შესწავლაც გამოძიების ფარგლებში დეტალურად მიმდინარეობს.

შემდგომი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების წარმართვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილია აქციის მონაწილეების დამკავებელ და ინდივიდუალურ ეპიზოდებში მონაწილე, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი თანამშრომლების ვინაობის შესახებ ინფორმაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოთხოვნილია ინფორმაცია, როგორც აქციის მონაწილეებთან შემხებლობაში მყოფი სპეცრაზმელების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების, ასევე მათ მიერ გამოყენებული სპეციალური საშუალებებისა (მათ შორის რეზინის ტყვიები) და რადიოსადგურების საშუალებით გადაცემული ინფორმაციის შესახებ.

მოწმეთა ბაზის შექმნის და დოკუმენტური მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, სსიპ ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან“ გამოთხოვილია ინფორმაცია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფის იმ თანამშრომელთა ვინაობის შესახებ, რომლებიც 2024 წლის აპრილისა და მაისის აქციებთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან ამოღებული და გამოთხოვილია საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების ადმინისტრაციული დაკავების ოქმები და მათ მიმართ შედგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია.

თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიმდინარეობს აქციაზე დაკავებული პირების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეთა მასალების ამოღების და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეთა ფარგლებში ჩატარებული სასამართლო სხდომათა ოქმების, აუდიოჩანაწერებისა და მხარეთა მიერ სასამართლოში წარმოდგენილი აუდიო/ვიდეო ჩანაწერების გამოთხოვა და შესწავლა.

გამოძიებისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს აქციის მონაწილეებთან შემხებლობაში მყოფი სამართალდამცავების გამოკითხვა.

საქართველოს პროკურატურის დადგენილებით დაზარალებულის სტატუსი ამ დროისთვის 10 პირს მიენიჭა.

2024 წლის აპრილსა და მაისში, საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს, რომლებიც უთითებენ სამართალდამცავების მხრიდან საკუთარი უფლებების დარღვევის თაობაზე, ასევე, მათ დამცველ ადვოკატებს, სამსახური სისხლის სამართლის საქმეებთან წვდომის და საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის.

ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბატონი პაატა ბურჭულაძე – გენიალური ადამიანი, კეთილშობილი სული, ლეგენდარული არტისტი, უდიდესი პიროვნება…” – ანიტა...

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძისთვის 7-წლიანი...

“ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა ჯაშუშობის გამო დაკავებულ გიორგი უძილაურის საქმეზე” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, ერთგვარ...

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რომ არა უწყვეტი პროტესტი, ხალხის თავდადება და დაუღალავი ბრძოლა, დაიჭერდა თუ არა ივანიშვილი ამ...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით – ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“იქნებ პასუხი გაგვცენ – ვინ გამოუწერა, ამ კრემლის ყურებს, საშვები?” – შალვა ნათელაშვილი

პატრიარქის არჩევის პროცესის დროს სამების საკათედრო ტაძარში კონკრეტული პირების...

“რელიგიურ ლიდერთა შორის, ალბათ, ყველაზე წარმოსადეგი იქნება” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას შეფასება კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მიმართ: "შემოსვა ძალიან...

“ღია და დაუნდობელი ბრძოლა მიდის, პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...