კვირა, მაისი 11, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: "სანქციებზე ლაპარაკი არასერიოზულია, ამის არანაირი საფუძველი...

კახა კალაძე: “სანქციებზე ლაპარაკი არასერიოზულია, ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს”

სანქციებზე ლაპარაკი არასერიოზულია“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების დასანქცირების მიზეზი არ არსებობს.

სანქციებზე ლაპარაკი არასერიოზულია. საქართველოს ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია ისეთი, რომ დასანქცირება იყოს საჭიროა. თუ საუბარი იმაზეა, რატომ მივიღეთ კანონი, პარლამენტი იმისთვის არის და მოსახლეობის უმრავლესობამ იმიტომ დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებას“, რომ მისი პირდაპირი ვალდებულებაა კანონები მიიღოს, გაითვალისწინოს ქვეყნის ინტერესი, ეროვნული ინტერესი და ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესები. ზოგადად, გამჭვირვალობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და შეუძლებელია ეს ეწინააღმდეგებოდეს ევროპას და ევროპულ ღირებულებებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ ელექტრონული ფოსტით წერილების მიღების თაობაზე.

ტყუილია. არ არის სწორი ინფორმაცია. ატყუებთ ხალხს, სპეკულირებთ. არანაირად სიმართლეს არ შეეფერება. არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ მოხდეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირება, არანაირი არგუმენტი არ არსებობს. პირიქით, ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ გავაღრმავოთ ურთიერთობები, მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა, იყოს ჯანსაღი ურთიერთობები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

თქვენ იცით, რომ ჩვენი გზა არის ევროპა და ევროპული მომავალი. თუკი რაიმე წარმატება გვაქვს ამ გზაზე, არის ჩვენი ხელისუფლების და ქართველი ხალხის დამსახურება და რა თქმა უნდა, ამ შემართებით და სულისკვეთებით ვაგრძელებთ მუშაობას. ბუნებაში არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ქართული ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა დასანქცირდნენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, შანტაჟი მიმდინარეობდა კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებითაც, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ყველა პარამეტრით აკმაყოფილებდა მოთხოვნებს.

ხალხს უთხრეს, რომ თქვენ კარგი ხალხი ხართ, მაგრამ ხელისუფლება გყავთ ცუდი. ეს იყო შანტაჟი და მცდელობა იმისა, რომ საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში, დაპირისპირება მომხდარიყო ხელისუფლების მხარდამჭერებსა და სხვა, უმცირესობაში მყოფი ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის, მაგრამ არ გამოუვიდათ, იმიტომ, რომ ხალხი ყველაფერს ხედავს. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს.

მოცემულია 9-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ზედმიწევნით იქნება შესრულებული და ბურთი იქნება მათ მხარეს. შესაბამისად, მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით. თუ არ მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, ცხადი იქნება, რომ პოლიტიკურად ხდება ქვეყნის დასჯა და მოლაპარაკებების გახსნის თემა იქნება პოლიტიკურად გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და შევასრულებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოციანობა რომ დასრულდება და რუსი რომ საბოლოოდ წავა აქედან, მაშინ დაუბრუნდება ყველას თავისი ნამდვილი...

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს...

“ხელისუფლება უზურპირებული აქვს რუსეთის მეხუთე კოლონას” – გიორგი ბარამიძე

“რუსული რეჟიმის ერთ-ერთი დანაყოფი სუს-ი, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ქართველი...

“ძალიან ზარალდება და ზიანდება ივანიშვილი და მისი ხროვა. რთულად აქვთ საქმე” – ვახო სანაია

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ვახო სანაია აცხადებს რომ ბიძინა ივანიშვილის ყველა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...