spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"შესაძლებელია უკვე ვისაუბროთ ორ საარჩევნო არმიაზე, რომელიც ემზადება...

“შესაძლებელია უკვე ვისაუბროთ ორ საარჩევნო არმიაზე, რომელიც ემზადება გადამწყვეტი ბრძოლისთვის 26 ოქტომბერს” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა, საარჩევნო კამპანიის პერიოდისთვის, სახელისუფლებო და ანტი-სახელისუფლებო შემადგენლობები დაასახელა და საზოგადოებას არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს:

რადგან ხელისუფლებამ ფაქტობრივად ფრონტის ხაზი გაატარა, გაყო საზოგადოება “მტრებად” და “მოყვრებად”, პრინციპით – “ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია”, შესაძლებელია უკვე ვისაუბროთ ორ საარჩევნო არმიაზე, რომელიც ემზადება გადამწყვეტი ბრძოლისთვის 26 ოქტომბერს.

გადავხედოთ, რა შენაერთებისგან შედგება ეს არმიები?

სახელისუფლებო არმია:
1. მედროვეების დივიზია;
2. აგრესიული კონფორმისტების დივიზია;
3. ქუჩის (კრიმინალური) სამყაროს დივიზია (დარბევა, დაშინება);
4. ტროლ-ბოტების სპეც.დანიშნულების რაზმები;
5. სტუდ-კავშირების ბრიგადები;
6. ყურმოჭრილი ბიზნესი;
7. სადეზინფორმაციო პროპაგანდისტული პოლკი;
8. ე.წ. “კონსერვატული”, სინამდვილეში პრო-რუსული ბრიგადები;
9. სუსი, პოლიცია, სპეც-რაზმები;
10. საჯარო სექტორის “ზურგის”(არასაიმედო) ბრიგადები;
11. კრემლის სტრატეგიული და ტაქტიკური მხარდაჭერა.

ანტი-სახელისუფლებო არმია:
1. ახალი თაობის დივიზიები;
2. ახალი თაობის მშობლების დივიზია;
3. ოპოზიციური პარტიების ბატალიონები;
4. სამოქალაქო სექტორის ბატალიონები;
5. კულტურის სფეროს ბატალიონები;
6. საგანმანათლებლო სფეროს ბატალიონები;
7. საშუალო და წვრილი ბიზნესის დივიზია;
8. ემიგრაციის დივიზია;
9. ლიბერალური, ანუ პრო-ევროპული დივიზია;
10. კონტრ-პროპაგანდისტული პოლკები;
11. ევროპის და აშშ-ს სტრატეგიული და ტაქტიკური მხარდაჭერა.

ახლა თქვენ გადაწყვიტეთ, რომელ არმიაში ეწერებით…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ხუხაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო კულტურის მინისტრის თანამდებობა” – თინათინ რუხაძე

კულტურის სამინისტრომ, მინისტრ თინათინ რუხაძის განცხადება გაავრცელა თანამდებობის დათოვების...

“ეს “სახლობანას თამაშიც” აღარ არის “ბატონო” ბიძინა – “ბავშვებს მიხედეთ” გადაწვეს კანცელარია!” – ირაკლი...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას ირონიული შეფასება-მინიშნებებით...

“სასაცილოა და ღმერთო რა ბედნიერებაა, რომ მათი “ინტელექტუალური” ბჟუტური და ამით საკუთარი არარაობის კიდევ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო...

“უარი ვთქვათ უსამართლობაზე და ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი ხმის დაბრუნებისთვის” – ქართველი ემიგრანტების პეტიცია

ქართველი ემიგრანტების საინიციატივო ჯგუფმა პეტიცია შექმნა, რითიც საზღვარგარეთ მცხოვრები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...