spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ამ არჩევნებზე გაირკვევა თუ როგორ დალაგდება ქვეყნის შიდაპოლიტიკური...

“ამ არჩევნებზე გაირკვევა თუ როგორ დალაგდება ქვეყნის შიდაპოლიტიკური კონფიგურაცია უახლოესი 10 წლის მანძილზე მაინც” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას:

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს იმიტომ კი არა აქვს კრიტიკული მნიშვნელობა, რომ თითქოს მისი მეშვეობით საქართველოს გეოპოლიტიკური ორიენტაცია უნდა გაირკვეს, არამედ იმიტომ, რომ ამ არჩევნებზე გაირკვევა თუ როგორ დალაგდება ქვეყნის შიდაპოლიტიკური კონფიგურაცია უახლოესი 10 წლის მანძილზე მაინც.

თუ “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა, რისი სერიოზული შანსებიც აქვს, და შესრულდა 29 აპრილს გაცემული დაპირება “ნაცმოძრაობის” როგორც დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალის გასამართლების შესახებ, პოლიტიკური რუქიდან თანდათანობით გაქრებიან, როგორც თავად ნაცმოძი, ისევე მისი განაყოფები, რომლებზედაც აუცილებლად გადავა პასუხისმგებლობა.

შესაბამისად, პოლიტიკური ველის საკმაოდ მნიშვნელოვანი სეგმენტი თავისუფლდება ახალი ფორმაციის პოლიტიკური ძალებისთვის და ლიდერებისთვის. ახალი პოლიტიკური კონიუნქტურა კი ამ ველზე დატოვებს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც იქნებიან პრაგმატულად პროდასავლურები, ყოველგვარი სერვილიზმის გარეშე, რომელიც დღეს ვირუსივით მოედო ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ნაწილს და ამას ყველა ხედავს“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზაალ ანჯაფარიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“სასაცილოა და ღმერთო რა ბედნიერებაა, რომ მათი “ინტელექტუალური” ბჟუტური და ამით საკუთარი არარაობის კიდევ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო...

“რეჟიმებისთვის ძალაუფლების წყარო არის არა ხალხი, არამედ გაუნათლებელი, საღ აზრსა და კრიტიკულ აზროვნებას მოკლებული...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ სულ უფრო მეტად ცდილობს არა მხოლოდ ქმედებების, არამედ აზრის...

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მმართველი გუნდის პროპაგანდის ოთხ ძირითად საყრდენზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...