spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"სტრასბურგის პრაქტიკასთან თავიდან ბოლომდე არის შესატყვისობაში ის კანონი,...

“სტრასბურგის პრაქტიკასთან თავიდან ბოლომდე არის შესატყვისობაში ის კანონი, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა” – ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონთან დაკავშირებით და ეხმაურება კანონის მოწინააღმდეგების გადაწყვეტილებას, მიმართონ სტრასბურგის სასამართლოს:

,,ჩვენ, სანამ დავაინიცირებდით ამ კანონპროექტს, შევისწავლეთ სტრასბურგის პრაქტიკა. სტრასბურგის პრაქტიკასთან თავიდან ბოლომდე არის შესატყვისობაში ის კანონი, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა.

რაც შეეხება რუსულ კანონს, უნგრეთის კანონს – იქ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი იყო აბსოლუტურად სხვა. ჩვენ სწორედ ამ პრაქტიკის გათვალისწინებით დავაინიცირეთ ჩვენი კანონპროექტი ამ ფორმით.

რაც შეეხება შეჩერებას – შეჩერება ეს არის თვისობრივად პოლიტიკური გადაწყვეტილება, ვიდრე მოხდება სამართლებრივად საკითხის განხილვა.

თქვენ გახსოვთ, ზეწოლის საფუძველზე თავის დროზე ,,რუსთავი 2”-თან მიმართებით პოლიტიკური გავლენის ქვეშ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ.

იმედია, რომ ასეთი პოლიტიკური გავლენის ქვეშ არ მოექცევა სტრასბურგის სასამართლო. შესაბამისად, ყველაფერი წარიმართება ისე, როგორც არის ჩვენი სახელმწიფოსთვისთვის ინტერესებში. მე არა მგონია უარყოფითი დასკვნა იყოს, გამომდინარე, მათ შორის, იმ მწარე გამოცდილებიდან, რომელიც მიიღო სტრასბურგის სასამართლომ ,,რუსთავი 2”-თან დაკავშირებით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ეს ორი, თითქოსდა ერთმანეთის ანტიპოდი, სინამდვილეში ძალიან ბევრი რამით ჰგვანან ერთმანეთს და ბევრი რამ...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, საქართველოს მე-3...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...