spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კახა კალაძეს ვინმემ აუხსნას რა არის დამოუკიდებლობა, თავისუფლება...

“კახა კალაძეს ვინმემ აუხსნას რა არის დამოუკიდებლობა, თავისუფლება და სუვერენიტეტი” – პაატა მანჯგალაძე

ქართული ოცნების“ წევრებს რომ ვუყურებ, მახსენდება ძველი გამოთქმა: ნამდვილი მონა არა თავისუფლებაზე, არამედ საკუთარ მონებზე ოცნებობს“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით ჩვენი საზოგადოების განსაკუთრებული დაცინვაა როცა ამას ბიძინას კარზე მოსამსახურეები ამბობენ, რომელთაც საკუთარი დამოუკიდებლობა და ღირსება ვერ დაუცვიათ ივანიშვილისგან”

„ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს ვინმემ აუხსნას რა არის დამოუკიდებლობა, თავისუფლება და სუვერენიტეტი.

მისი ყველა განცხადება, მათ შორის, დღევანდელი, რომ თითქოს ევროკავშირის ქვეყნები არიან უფრო ნაკლებად დამოუკიდებლები, თავისუფლები და სუვერენულები ვიდრე საქართველო, არის რუსული ჰიბრიდული დეზინფორმაციის პროდუქტი.

ამ გზავნილის მიზანია დააეჭვოს საქართველოს მოქალაქე ევროკავშირის სიკეთეებში და უპირატესობაში რასაც შემდეგ საფეხურზე მოჰყვება გზავნილი, რომ არ გვინდა ევროკავშირი, ის ზღუდავს თავისუფლებასა და სუვერენიტეტს.

ჩვენი საზოგადოების განსაკუთრებული დაცინვაა როცა ამას ბიძინას კარზე მოსამსახურეები ამბობენ, რომელთაც საკუთარი დამოუკიდებლობა და ღირსება ვერ დაუცვიათ ივანიშვილისგან. ამათ რა თავისუფლება და სუვერენიტეტი უნდა მოუტანონ და დაუცვან ქვეყანას?!

„ქართული ოცნების“ წევრებს რომ ვუყურებ, მახსენდება ძველი გამოთქმა: „ნამდვილი მონა არა თავისუფლებაზე, არამედ საკუთარ მონებზე ოცნებობს“.

ვერ ეღირსებით საქართველოს დამონებას. ქართველმა ხალხმა უკვე გამოგიტანათ განაჩენი.

ახლა მთავარია, ჩვენი დღევანდელი ბრაზი, შინაგანი პროტესტი და უსამართლობის განცდა ვაქციოთ გამარჯვების მთავარ პირობად.

კი ევროპას!

არა ყველაფერს რუსულს!“ – განაცხადა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“ახლგაზრდების მოსყიდვის გეგმა ამოქოქეს, თან ჩვენი ფულით” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მიერ დაანონსებულ ინიციატივას ახალგაზრდების ფასიან სტაჟირებასთან დაკავშირებით, კონკრეტული...

“ეს “სახლობანას თამაშიც” აღარ არის “ბატონო” ბიძინა – “ბავშვებს მიხედეთ” გადაწვეს კანცელარია!” – ირაკლი...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას ირონიული შეფასება-მინიშნებებით...

“რა უფლებით აუქმებს საეჭვო ლეგიტიმურობის მქონე ქალაქის “მთავრობა” რუსთაველის ისტორიულ გამზირს?” – ლაშა ბუღაძე.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დაანონსებულ ცვლილებებს თუ იდეებს, სოციალურ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...