spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გამჭვირვალობის კანონი ძალიან მალე მოგვცემს შედეგებს, რომელიც უფრო...

“გამჭვირვალობის კანონი ძალიან მალე მოგვცემს შედეგებს, რომელიც უფრო განამტკიცებს ჩვენს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, რაც ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის წინაპირობაა” – თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის მხრიდან ვეტოს დაძლევას და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას გამოეხმაურა.

აჭარის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გამჭვირვალობის კანონი ძალიან მალე მოგვცემს შედეგებს, რომელიც კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, რომელიც არის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის წინაპირობა:

პირველ რიგში მინდა გამოვეხმაურო საქართველოს პარლამენტის მხრიდან ვეტოს დაძლევას და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას. მსურს, მადლობა გადავუხადო უმრავლესობის თითოეულ დეპუტატს, რომლებმაც არნახული ზეწოლის მიუხედავად შეძლეს მტკიცედ მიეღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვანია გრძელვადიანად ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვისა და დამოუკიდებლობისთვის.

ხალხს აქვს აბსოლუტური უფლება იცოდეს ყველა ორგანიზაციის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც უცხოურ ინტერესს ატარებენ, დადებითს თუ უარყოფითს. შესაბამისად, მჯერა, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე დარწმუნდება ამ კანონის მნიშვნელობაში. შეუძლებელია, რომ გამჭვირვალობა შეუსაბამო იყოს ევროპულ ღირებულებებთან და ფასეულობებთან.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის მეთაურმა, პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის პირველივე სხდომაზე, მთავრობის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება დაასახელა ერთ-ერთ მთავარ პრინციპად. შესაბამისად, როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო და კერძო სტრუქტურების მიმართ მთავარი მოთხოვნა და მოლოდინი გახლავთ გამჭვირვალობა და შედეგებიც, მათ შორის მთავრობის გამჭვირვალობასთან მიმართებით, გვაქვს სახეზე. იცით, რომ გამოქვეყნდა ღია ბიუჯეტის ინდექსი, რომლის შესაბამისადაც, საქართველოს ბიუჯეტი ღიაობით არის პირველ ადგილზე 125 ქვეყანას შორის, რომელიც კიდევ ერთხელ მიუთითებს თუ რამდენად გამჭვირვალედ მოქმედებს მთავრობა და სამთავრობო სტრუქტურები, როგორც ბიუჯეტის დაგეგმვის, ასევე მისი შესრულების ნაწილში.

მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა შესრულდა. მოგეხსენებათ, რომ ამ კანონს მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. ჩვენმა უმრავლესობამ პარლამენტში, პატრიოტული და მტკიცე სულისკვეთებით დაამტკიცა და განამტკიცა ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი მიუხედავად წარმოუდგენელი ზეწოლისა და არნახული წნეხისა. ბოლო 12 წლის განმავლობაში, საქართველო არის უფრო ძლიერი, უფრო დამოუკიდებელი და შესაბამისად, ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით, წარმოუდგენელი რისკის ფასად, „ქართული ოცნების“ პირობებში, ვერავინ შეძლებს, რომ ჩვენს

ხალხს გარედან „დაუნიშნონ“ და „აურჩიონ“ მთავრობა და შეძლონ ჩვენს საშინაო საქმეებში ჩარევა.

შესაბამისად, გამჭვირვალობის კანონი ძალიან მალე მოგვცემს შედეგებს, რომელიც კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, რომელიც არის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის წინაპირობა“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ნებისმიერი მათი ინიციატივა იმთავითვე განწირულია წარუმატებლობისთვის” – ირაკლი კობახიძე “ოპოზიციის ალიანსზე”

"ოპოზიციის ალიანსი" 26 მაისის მასშტაბული საპროტესტო აქციისთვის ემზადება. აღნიშნულთან...

“ბატონი პაატა ბურჭულაძე – გენიალური ადამიანი, კეთილშობილი სული, ლეგენდარული არტისტი, უდიდესი პიროვნება…” – ანიტა...

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძისთვის 7-წლიანი...

“ძალიან მარტივი ცხოვრებისეული ფორმულაა – ვისაც ყველასთან კარგად უნდა იყოს, ის საბოლოო ჯამში სრულიად...

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი შიო III-ის არჩევიდან მეორე...

“არ გამკვირვებია, რომ ასეთი მკაფიო პრიორიტეტების მქონე ადამიანი ბიძინას გვერდზე აღმოჩნდა” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია ნოდია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რომ არა უწყვეტი პროტესტი, ხალხის თავდადება და დაუღალავი ბრძოლა, დაიჭერდა თუ არა ივანიშვილი ამ...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით – ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“იქნებ პასუხი გაგვცენ – ვინ გამოუწერა, ამ კრემლის ყურებს, საშვები?” – შალვა ნათელაშვილი

პატრიარქის არჩევის პროცესის დროს სამების საკათედრო ტაძარში კონკრეტული პირების...

“რელიგიურ ლიდერთა შორის, ალბათ, ყველაზე წარმოსადეგი იქნება” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას შეფასება კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მიმართ: "შემოსვა ძალიან...

“ივანიშვილი არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, ვისაც რეჟიმი ჩამოემხობა, თან შეიძლება სულაც ისეთ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული შეფასება-მოსაზრებები "ქართული...

“ვინმე კიდევ ფიქრობთ, რომ საქართველოში ახლა მშვიდობაა???” – მარიკა არევაძე

ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს  “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრი, უფლებადამცველი მარიკა...