ხუთშაბათი, აპრილი 3, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბებიიმედით შევყურებდით ჩვენ თვალწინ ბინები როგორ შენდებოდა -...

იმედით შევყურებდით ჩვენ თვალწინ ბინები როგორ შენდებოდა – დევნილების საპროტესტო აქცია წყალტუბოში

წყალტუბოში, სანატორიუმ „გეოლოგში“ მაცხოვრებელმა დევნილებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც ახალ საცხოვრებელ ფართებს ქულათა სისტემის მიხედვით მიიღებენ. დევნილების განცხადებით აქამდე მთავრობა მათ, როგორც ნგრევად შენობაში მაცხოვრებლებს უპირობო გაყვანას ჰპირდებოდა, ახლა კი გადაწყვეტილება შეცვალა. ახალი კანონმდებლობით, დევნილების განსახლება ქულების მიხედვით მოხდება.

სამხარაულის დასკვნაც არსებობს, რომ შენობა საცხოვრებლად უვარგისია. გვპირდებოდნენ სრულ გაყვანას, ახლა კი ისევ ქულების სისტემაო. ყოველ დღე იმედით შევყურებდით წყალტუბოში ჩვენ თვალწინ ბინები როგორ შენდებოდა, ახლა კი იქ სხვები უნდა შეასახლონ, ეს უსამართლობაა“, – ამბობს სანატორიუმის ერთ-ერთი მაცხოვრებელი აბელ მამარდაშვილი.

დევნილების პროტესტს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს იმერეთის ტერიტორიულ სამმართველოში პასუხობენ. დავით ჭეიშვილი განმარტავს, რომ დევნილებზე ბინების გაცემა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მოხდება. პირველ ეტაპზე ორ ახალ აშენებულ ბინაში იმ ოჯახებს შეასახლებენ,რომლებიც უფრო მძიმე პირობებში ცხოვრობენ. 2021 წელს კი წყალტუბოში კიდევ 410 ბინის აშენება იგეგმება და დევნილებს თავიანთი საცხოვრებლის დასკვნების შესაბამისად მიენიჭებათ დამატებითი ქულები, რაც მათზე ბინების გაცემის ალბათობას გაზრდის.

ჩვენი პრიორიტეტი რა თქმა უნდა, მათი განსახლება არის, რაც აუცილებლად მოხდება, მაგრამ გასათვალისწინებელია იმ დევნილების საყოფაცხოვრებო პირობებიც, რომლებსაც ჭერი და საცხოვრებელი საერთოდ არ გააჩნიათ.

უპირობოდ, ყოველგვარი კრიტერიუმის გარეშე, ბინების გაცემა ვერ მოხერხდება. წყალტუბოში მცხოვრებ დევნილებს თავიანთი საცხოვრებლის დასკვნების შესაბამისად მიენიჭებათ დამატებითი ქულები, რაც მათზე ბინების გაცემის ალბათობას გაზრდის,”- განაცხადა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს იმერეთის ტერიტორიული სამმართველოს დირექტორმა დავით ჭეიშვილმა.

სანატორიუმ „გეოლოგში“ მაცხოვრებელი დევნილები აქციების მოწყობით და ახალაშენებულ ბინებში შეჭრით იმუქრებიან.

ავტორი
ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

აჭარაში დამწყები გიდების გადამზადების ინტენსიური ტრენინგები იწყება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი დამწყები გიდების გადამზადების ინტენსიურ სატრენინგო თეორიულ-პრაქტიკულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ელისო კილაძე: “მიშას ბანერი გაწიეთ” – გოგო-ბიჭებს მინდა მხოლოდ ერთი რამ შევახსენო

31 მარტის აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ბანერთან დაკავშირებით გამოთქმულ უკმაყოფილებას...

“ვისაც აღარ ახსოვს, შეგახსენებთ რომ, მან მოაწყო ამბოხი და ერთხანს თავი შეაფარა სეპარატისტებს აფხაზეთში,...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საგამოძიებო კომისიაზე ემზარ კვიციანის...

“ექიმია ქალი, პაციენტს უჩივის, ჰიპოკრატეს ფიცი არც ახსოვს ამ “იმედის” კუკლას🙈” – ელისო კილაძე

კლინიკა "ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ "ბათუმელ მედროშეს", თემურ ქათამაძეს,...

“ივანიშვილი წლებია ერთი და იგივე სვლებით მოძრაობს – მისი ბუტკის მთავრობაში თავისი სანდო კადრი...

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი პოლიტიკურ...